სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გუნდი ახალი სეზონისთვის ემზადება

ნიკო კოვაჩი ოთხშაბათის საღამოს ვარჯიშით კმაყოფილი დარჩა. "ბიჭებო, ძალიან კარგია", ამხვნევებდა გუნდს მწვრთნელი. სათადარიგო მინდორზე ერნანდეზი ვარჯიშობდა, რაც ოპტიმიზმს მმატებდა.

ვარჯიშის ინტენსიური პირველი ნაწილის შემდეგ ფეხბურთელები სათამაშო ელემენტებზე გადავიდნენ. მოთამაშეები ორთაბრძოლებში აქტიურად ერთვებოდნენ. ბურთი გაუჩერებლად მოძრაობდა. ფეხბურთელები სამწვრთნელო შტაბისთვის საკუთარი საუკეთესო თვისებების დემონსტრირებას ცდილობდნენ. პარასკევის ღია ვარჯიშზე გუნდს ნაკრებების ფეხბურთელები შეუერთდებიან, რაც კონკურენციას უფრო გაზრდის. მანუელ ნოიერმა და კომპანიამ დასასვენებლად რამდენიმე დამატებითი დღე მიიღეს. მათთაც ოფლის დაღვრა მოუწევთ, რადგაც წინა სასეზონო მომზადება მარტივი საქმე არ არის.


11-07-2019