სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

პირველი 6 ტურის განრიგი გახდა ცნობილი

სექტემბრის ბოლომდე მატჩების დაწყების ზუსტი დრო გახდა ცნობილი. ოთხშაბათს გერმანულმა საფეხბურთო ლიგამ (DFL) 2019/20 წწ. ჩემპიონატის პირველი 6 ტურის განრიგი გამოაცხადა. პირველი ტურის შეხვედრის ჰერტას წინააღმდეგ შემდეგ, რომელიც 16 აგვისტოს გაიმართება, ბაიერნი მომდევნო 5 მატჩს შაბათს საღამოს გამართავენ.

სეზონის პირველ ორ გასვლით მატჩში რეკორდმაისტერი შალკეს (24/08) და ლაიპციგის (14/09) წინააღმდეგ გამართავს. ორივე შეხვედრა შაბათს 20.30 წუთზე შედგება. ამ თამაშებს შორის ბაიერნი მაინცს (31/08, 17.30) მიიღებს. სექტემბრის ბოლოს ბაიერნი ბუნდესლიგაში დაბრუნებულ კიოლნს (21.09) და პადერბორნს (28.09) შეხვდება. ორივე მატჩი 17.30 წუთზე დაიწყება.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ, რომელიც აგვისტოს ბოლოს გაიმართება, DFL სხვა ტურების ზუსტ თარიღებს დაასახელებს. ეს, დიდი ალბათობით, 2-7 სექტემბერს მოხდება.


10-07-2019