სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მანჯუკიჩს ბაიერნთან აკავშირებენ

SportBild-ის ინფორმაციით, მარიო მანჯუკიჩი შეიძლება ბაიერნში დაბრუნდეს. მიუნხენურ კლუბში მას რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ. რეკორდმაისტერში ხორვატმა ორი სეზონი ჩაატარა (2012-2014 წწ.). ორჯერ ვერცხლის სინი და ასევე ორჯერ თასი მოიპოვა. თითო ჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, გერმანიის სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

იუვენტუსთან კონტრაქტი მანჯუკიჩს 2021 წლამდე აკავშირებს. Transfermarkt.de-ს ინფორმაციით, ხორვატის სატრანსფერო ღირებულება 18 მლნ. ევროს შეადგენს. გასულ სეზონში იუვენტუსის მაისურში მანჯუკიჩმა 33 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 10 გოლი და 6 "ასისტი" მიითვალა.


10-07-2019