სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

აშშ-ს ტურნეში 17 ფეხბურთელი გაემგზავრება

15 ივლისს Audi Summer Tour 2019-ში, რომელიც აშშ-ში ჩატარდება, 17 ფეხბურთელი გაემგზავრება (იხილეთ ფოტო). ბაიერნი ამერიკაში 24 ივლისამდე დარჩება. 15-19 ივლისს მიუნხენელები ლოს ანჟელესს ესტუმრებიან, შემდეგ ჰიუსტონში (19-22 ივლისს) და კანზას სიტიში (22-24 ივლისს) ჩავლენ. International Champions Cup-ის ფარგლებში რეკორდმაისტერი 3 მატჩს სერიოზულ მეტოქესთან გამართავს: 18 ივლისს არსენალთან, 21 ივლისს რეალთან და 24 ივლისს მილანთან.

"შეხვედრებს ძალიან საინტერესო მეტოქეების წინააღმდეგ გავმართავთ", განაცხადა ნიკო კოვაჩმა. მწვრთნელი აშშ-ში 8 ახალგაზრდა ფეხბურთელს წაიყვანს, ამით შემადგენლობის როტაციას მოახდენს. "არ მსურს, რომ ფეხბურთელებმა მხოლოდ მატჩები ითამაშონ. შეხვედრების მეორე დღეს ვარჯიშები ჩატარდება", აღნიშნა გუნდის თავკაცმა. მთავარ მიზნად წინა სასეზონო მომზადების ოპტიმალურად ჩატარება ისახება. ეს იმისთვის, რომ გუნდი პირველი ოფიციალური მატჩისთვის (კოტბუსის წინააღმდეგ) "მშვენიერ კონდიციებში" შეხვდეს.

მსოფლიო ჩემპიონი ლუკა ერნანდეზი მიუნხენში დარჩება, სადაც აღდგენით პროგრამას განაგრძოს. ტურნეში ასევე ალფონსო დეივისიც არ გაემგზავრება, რომელსაც ნაკრების რიგებში ივნისის ბოლომდე Gold Cup-ის ტურნირზე თამაში მოუწია.


09-07-2019