სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის პრესკონფერენცია

"იან-ფიტე არპს საჭირო დროს მივცემთ. გვსურს რომ პროგრესირება განიცადოს. კარგი ფეხბურთელი უნდა გამოვიდეს".

"მომდევნო სეზონისთვის შემდეგი მიზნები გვაქვს: ჩემპიონის ტიტულის დაცვა გვმართებს, თასის მოგება გვსურს და ჩემპიონთა ლიგაზე უფრო კარგად უნდა გამოვიდეთ, ვიდრე ეს წინა სეზონში მოვახერხეთ".

"გუშინ ლუკა ერნანდეზსთან გრძელი საუბარი მქონდა. ჯერ კიდევ ტრავმირებულია. მაგრამ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ კარგ ხელებში მოხვდა. ლუკა უნივერსალური ფეხბურთელია, რომელიც ლიდერის თვისებებს ფლობს".

"აშშ-ს ტურნეს განმავლობაში 3 შეხვედრა სერიოზულ მეტოქეებთან გვექნება. ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს წავიყვანთ. აქედან გამომდინარე, შემადგენლობის როტაციას მოვახდენთ. ამით ოპტიმალურ პირობებს მივაღწევთ. ახალი სეზონისთვის რაც შეიძლება უკეთესად მომზადება გვსურს".

"ამ მომენტისთვის შემადგენლობაში 19-20 ფეხბურთელი გვყავს. მათ შორის არიან ახალგაზრდებიც - არპი, დეივისი და მაი. შემადგენლობაში 3-4 ახალგაზრდა ყოველთვის უნდა იყოს. შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო სეზონისთვის 16+4 ფორმულა გვექნება".


09-07-2019