სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გუნდი მზადდებას შეუდგა

ორშაბათს დილით ბაიერნელებმა 2019/20 წწ. სეზონისთვის მზადდებას შეუდგნენ. თომას მიულერი, ტიაგო, ჯერომ ბოატენგი, ხავი მარტინეზი, კოკო ტოლისო, რენატო სანჩესი, კრისტიან ფრუჰტლი და იან-ფიტე არპი ლინდაუსთან შეხვედრიდან 40 დღის შემდეგ სავარჯიშო ცენტრში მივიდნენ, სადაც ფიზიკურ მომზადებაზე ტესტი გაიარეს. ნაკრებების ფეხბურთელები მანუელ ნოიერთან ერთად ბაზაზე პარასკევს გამოჩნდებიან. ნიკო კოვაჩთან და მის ასისტენტებთან რობერტ კოვაჩთან და ჰანზი ფლიქთან ხანმოკლე მისალმების შემდეგ გუნდი შრომას შეუდგა.

ჰოლგერ ბროიჰის მეთვალყურეობით ბაიერნელებმა ტესტი გამძლეობაზე, სიჩქარეზე და ხტუნვის სიძლიერეზე გაიარეს. შემდეგ ფეხბურთელებს სისხლი აუღეს, წონა შეუმოწმეს და გადაადგილებაზე ტესტი ჩაუტარეს. ბაიერნის აკადემიის ხელმძღვანელმა ჰერმან გერლანდმა ფეხბურთელებს სეზონის პირველ ვარჯიშზე პირადად მიესალმა.

საღამოს ღია ვარჯიში ჩატარდება. ამ წუთებში კი ლუკა ერნანდეზის პრეზენტაცია გაიმართა.


08-07-2019