სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ ჰანზი ფლიქთან

გამარჯობათ, ჰერ ფლიკი. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ბაიერნში. რა ემოციები დაგეუფლათ ზებენერშტრასეზე დაბრუნებისას?
"ზებენერშტრასესთან კონტაქტი არ დამიკარგავს. ნაკრებში მუშაობის დროს აქაურობას ხშირად ვსტუმრობდი. მწვრთნელებს და ფეხბურთელებს ვესაუბრებოდი. აქედან გამომდინარე, ვიცოდი რაც მელოდება. რა თქმა უნდა, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ! ნიკო კოვაჩთან და ფეხბურთელებთან თანამშრომლობის დიდი მოლოდინი გამაჩნია. როდესაც შემოთავაზება მივიღე, დიდი ხანი არ მიფიქრია. ბაიერნი გულისთვის მშობლიური კლუბია".

როგორ ეკონტაქტებოდით ნიკო კოვაჩს ბოლო დღეების განმავლობაში?
"მასთან და მის ძმასთან რობერტ კოვაჩთან ბევრს ვსაუბრობდი. ვფიქრობ, რომ სამწვრთნელო შტაბში კარგი ჰარმონია სუფევს. ნდობა ჩემთვის მნიშვნელოვანია. შრომისგან სიამოვნების მიღება გვმართებს. წარმატებებს უნდა მივაღწიოთ".

როგორ მიმდინარეობს შტაბში ფუნქციების გადანაწილება?
"ახლა მომდევნო ნაბიჯების და მომზადების გეგმას აქტიურად განვიხილავთ. ასისტენტი მწვრთნელისთვის მარჯვენა ხელი უნდა იყოს. წარმატების მისაღწევად ყველანაირად უნდა დაეხმაროს. ვთვლი, რომ კოვაჩს კარგი გუნდი ეყოლება".

რა უნდა ელოდონ თქვენგან ფეხბურთელებმა?
"თავდაპირველად კოლექტივის შესწავლა მმართებს. ბაიერნის შიდა სამზარეულო უნდა გავიცნო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოთამაშეებმა ოპტიმალური მხარდაჭერა იგრძნონ და საუკეთესო თამაში აჩვენონ. სამწვრთნელო შტაბის ფუნქცია ამას შეიცავს. დიდი წვლილის შეტანა მსურს".


08-07-2019