სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ ფელიქს ნოიროტერთან

ბასტიან შვაინშტაიგერი თქვენი მეგობარია. ადევნებდით თვალს მის კარიერას ბაიერნში?
"დიახ, დიდი ყურადღებით. ერთმანეთს 7 წლიან ასაკიდან ვიცნობთ. ერთად ბევრის გადატანა მოგვიწია. 13 წლის ასაკში ბასტიანი ბაიერნში ჩაირიცხა, მე მოთხილამურე გავხდი. ზებენერ შტრასეზე არსებულ აკადემიაში მოხვდა და რაღაც პერიოდით კავშირი დავკარგეთ. მაშინ მობილური ტელეფონები არ არსებობდა. 5 წლის შემდეგ პრესაში ჩვენზე სტატია დაიწერა და იმის შემდეგ მჭიდრო კონტაქტს ვინარჩუნებთ. მობილურებიც შევიძინეთ (იცინის)".

ყველასთვის ცნობილია, რომ ბაიერნის დიდი გულშემატკივარი ხართ. როგორ შეგიყვარდათ ეს გუნდი?
"მამაჩემიც ბაიერნის გულშემატკივარია. დიდი არჩევანი არ მქონდა. 4-5 წლის ასაკში მამასთან ერთად ოლიმპიაშტადიონზე მატჩებს ვესწრებოდი".

რომელი ფეხბურთელი და შეხვედრა დაგიმახსოვრდათ ყველაზე მეტად?
"ჩემპიონთა ლიგის ფინალი მანჩესტერის წინააღმდეგ დაუვიწყარი იყო. "Finale dahoam"-ზეც ვიყავი, როდესაც ბასტიმ ბურთი ძელს გაარტყა. არასდროს დამავიწყდება. ერთი წლის შემდეგ უემბლიზე დორტმუნდთან ფინალს დავესწარი, რომელშიც ბაიერნმა გამარჯვება მოიპოვა. ძალიან გამიხარდა, განსაკუთრებით წაგებული "Finale dahoam"-ის შემდეგ".

რას ელოდებით ბაიერნისგან მომდევნო სეზონში?
"ძალიან საინტერესო სეზონი იქნება. სატრანსფერო ბაზარზე საინტერესო გადასვლები განხორციელდა. მაგალითად, ჰუმელსი დორტმუნდში დაბრუნდა. მაინტერესებს, ბაიერნში რა ცვლილებები მოხდება. დანარჩენ გუნდებს ნებისმიერი ფეხბურთელის ყიდვა შეუძლიათ, მაგრამ ჩემპიონი მაინც ბაიერნი გახდება, რადგანაც უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავს".


07-07-2019