სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მომდევნო კვირას 3 პრეზენტაცია შედგება

ორშაბათს, 8 ივლისს, ბაიერნი მზადდებას 2019/20 წწ. სეზონისთვის შეუდგება. დილით ფეხბურთელები ფიზიკურ მომზადებაზე ტესტს გაივლიან, რომელშიც მონაწილეობას სანაკრებო მოთამაშეები არ მიიღებენ. ისინი გუნდს პარასკევს შეუერთდებიან.

უამრავი ვარჯიშების გარდა ბაიერნელებს პრესასთან შეხვედრებიც ექნებათ. ორშაბათს ალიანც არენაზე ლუკა ერნანდეზის წარდგენა გაიმართება. 23 წლის ფრანგის გარდა სიტყვით კარლ-ჰაინც რუმენიგეც გამოვა. სამშაბათს ნიკო კოვაჩის პრესკონფერენცია გაიმართება, რის შემდეგაც იან-ფიტე არპის წარდგენა შედგება.

მესამე ახალწვეულის ბენჟამენ პავარის წარდგენა პარასკევს გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონთან ერთად პრესკონფერენციაში მონაწილეობას ჰასან სალიჰამიჯიჩი მიიღებს.


06-07-2019