სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფრანგები მიუნხენში წაუგებელი სერიით ჩავიდნენ

მიუნხენში ფრანგები 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით ჩავიდნენ. უკანასკნელად "მამლები" ამა წლის 23 მარტს კოლუმბიასთან ამხანაგურ შეხვედრაში ანგარიშით 2:3 დამარცხდნენ.

ბოლო 19 მატჩის განმავლობაში ფრანგებისთვის ეს ერთადერთი წაგება იყო: 14 მოგება და 4 ფრე. უკეთესი წაუგებელი სერია სტუმრებს 2010 წლის სექტემრიდან 2012 წლის ივნისამდე ჰქონდათ - 23 შეხვედრა.

ალიანც არენაზე "მამლებს" მხოლოდ ერთხელ უთამაშიათ. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთმა პორტუგალიას ზიდანის "ოქროს" გოლით მოუგო.


06-09-2018