სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ კარლ-ჰაინც რუმენიგესთან

ბატონო რუმენიგე, წინა სეზონი ძალიან ემოციურად დასრულდა. კლუბი ფრანკ რიბერის, არიენ რობენს და რაფინიას დაემშვიდობა. შეძლებენ სხვა ლეგიონერები კლუბთან იგივე იდენტურობის მიღწევას?
"მემკვიდრეობაში დაინტერესებულები ვართ. ფრანკ რიბერი გუნდში 2007 წელს გადმოვიდა, მაგრამ 2008-ში უკვე წასვლა სურდა. ფანტასტიურ შემოთავაზებებს ვღებულობდით. მაგრამ დროის განმავლობაში ბაიერნი მისი სახლი გახდა. არ გამიკვირდება, რომ სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ისევ დაგვიბრუნდება. მომავალშიც უმაღლესი დონის ფეხბურთელების პოვნას ვაპირებთ, რომლებიც ბაიერნში უფრო მეტს დაინახავენ, ვიდრე მხოლოდ კლუბს. იოზუა კიმიხის ნაირი ფეხბურთელები მომწონს. 4 წლის განმავლობაში ბაიერნს ძალიან დაუახლოვდა. იგივეს თქმა ნიკლას ზულეზეც შეიძლება. მან იცის, ბაიერნის მაისურის ტარება რას ნიშნავს".

ფიქრობთ თუ არა 2021 წელზე, როდესაც კლუბის დატოვება მოგიწევთ?
"არ ვფიქრობ. წინ კიდევ ბევრი მიზანი გვაქვს დასახული. მაგრამ ამავდროულად ვთვლი, რომ საქმეების გადაბარება უფრო ახალგაზრდა ხელებში მმართებს. ეს მნიშვნელოვანია, ზუსტად ეს ოლივერ კანს ელოდება. შეუცვლელი არასდროს ვყოფილვარ".

ეს 2,5 წელი თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება?
"ბაიერნში უმაღლეს მიზნებს ყოველთვის ვისახავთ. კლუბს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი. ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რომ ეს თანამდებობა მომცეს".


06-07-2019