სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

19 წელი დიდ ფეხბურთში

ბაიერნთან დამშვიდობების შემდეგ Mr. Wembley-მ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ ჰოლანდიელმა ხუთშაბათს განაცხადა. "კარიერას ვამთავრებ და მიმაჩნია, რომ სწორი ნაბიჯია. რა თქმა უნდა, რთული გადაწყვეტილებაა", თქვა რობენმა.

პროფესიონალურ დონეზე რობენმა დებიუტი 2000 წელს გრონინგენში იზეიმა. კარიერის დიდი ნაწილი არიენმა ბაიერნში ჩაატარა, რომელშიც 2009 წლიდან თამაშობდა. 2013 წელს მან ტრიპლეტი შეასრულა. რეკორდმაისტერის რიგებში ვინგერმა 309 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 144 გოლი და 81 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"19 წლის განმავლობაში საკუთარი ემოციებით ვცხოვრობდი. ყოველთვის მაქსიმუმზე დახარჯვას ვცდილობდი. ეს ფსიქოლოგიურ განწყობას და უამრავ ენერგიას მოითხოვდა. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც დაგეგმილი რეალურ ვითარებას არ ემთხვეოდა. ახლა მთელ დროს ოჯახს დავუთმობ", დაასრულა რობენმა.


05-07-2019