სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ჩემპიონატს ჰერტასთან მატჩით დაიწყებს

პარასკევს გერმანულმა საფეხბურთო ლიგამ (DFL) 2019/20 წწ. ბუნდესლიგის კალენდარი გამოაქვეყნა. გერმანიის რეკორდმაისტერი ჩემპიონატს 16 აგვისტოს ჰერტასთან მატჩით დაიწყებს. მეორე ტურში (23-25 აგვისტოს) მიუნხენელები გასვლაზე შალკეს შეხვდება.

ოქტობერფესტის განმავლობაში (21.9 - 6.10) ბაიერნი კიოლნს უმასპინძლებს (20.9 - 23.9), გასვლაზე პადერბორნს შეხვდება (27.9 - 29.9), შემდეგ ჰოფენჰაიმს უმასპინძლებს (4.10-6.10).

დორტმუნდთან პირველი ჯახი მე-11 ტურში შედგება, საპასუხო 28-ე ტურში გაიმართება. ზამთრის შესვენებაზე მიუნხენელები ვოლფსბურგის წინააღმდეგ მატჩის შემდეგ გავლენ (20.12-22.12).

ჩემპიონატის მეორე წრე ჰერტასთან შეხვედრით დაიწყება (17.1-20.1). უკანასკნელ ტურში 16.5 ბაიერნი ვოლფსბურგს მიიღებს, რის შემდეგ იმედია ვერცხლის სინს იზეიმებს.


28-06-2019