სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ტოლისოს რთული წელი

მიუნხენში კოკო ტოლისო ტრიუმფატორის როლში ბრუნდებოდა. საფრანგეთის ნაკრების რიგებში მან მსოფლიო ჩემპიონი გახდა! ტოლისო ბაიერნში თავისი მეორე სეზონის მოლოდინში იყო.

24 წლის ნახევარმცველმა ჩამორჩენა სწრაფად აანაზღაურა. გერმანიის თასის პირველ რაუნდში და ბუნდესლიგის მეორე ტურში მას სათამაშო დრო მიეცა. მესამე ტურში ტოლისო ლევერკუზენთან შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და უკვე მე-10 წუთზე ანგარიში გაათანაბრა - 1:1. მაგრამ საკუთარი გოლის შემდეგ ფოლანდთან ორთაბრძოლაში მან მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო.

მომდევნო თვეებში ტოლისოს შრომა სავარჯიშო ცენტრში უწევდა. მან ეს ცივსისხლიანად გადაიტანა და უკვე იანვარში სირბილს დაუბრუნდა.

მაისის ბოლოს ფრანგი მინდორს დაუბრუნდა. გერმანიის თასის ფინალში მას სათამაშო დრო მიეცა. "ამ მომენტს ძალიან ველოდებოდი", აღიარა ტოლისომ. ამის შემდეგ ნახევარმცველმა მონაწილეობა ამხანაგურ მატჩებში მიიღო, რის შემდეგაც დამსახურებულ შვებულებაში გავიდა.


21-06-2019