სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ოლივერ კანს 50 წელი შეუსრულდა!

კანი ბაიერნის კარებს 14 წლის განმავლობაში იცავდა. 2001 წელს მან ჩემპიონთა ლიგა და გერმანიის ჩემპიონატი დრამატულ ბრძოლაში მოიგო. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში კანმა მშვენიერი თამაში აჩვენა, მაგრამ ფინალში ბრაზილიის გაჩერება ვერ მოახერხა. 2006 წელს საშინაო მუნდიალზე კლინსმანმა კანი მეორე მეკარედ აქცია. გამოცდილმა გოლკიპერმა მწვრთნელის გადაწყვეტილება უსიტყვოდ მიიღო.

2008 წელს კარიერის დასრულების შემდეგ კანი ზალცბურგში სწავლობდა. "გამარჯობათ. მე ოლივერ კანი ვარ. გერმანიის ნაკრების მეკარე ვიყავი", განუცხადა მან თანაკურსელებს პრეზენტაციაზე. მან დიპლომი შემდეგ თემაზე დაიცვა - "სტრატეგიული მენეჯმენტი გერმანულ ფეხბურთში". კანი არასდროს მალავდა, რომ მისთვის ული ჰიონესი სამაგალითო იყო.


15-06-2019