სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რუმენიგე ვერნერის, ჰავერცის და ზანეს შესახებ

კარლ-ჰაინც რუმენიგე...

... ტიმო ვერნერის შესახებ:

"როგორც ვხედავ, ლაიპციგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2020 წელს ვერნერმა გუნდი უფასოდ არ დატოვოს. ოლივერ მინცლაფთან კარგი დამოკიდებულება მაკავშირებს. 7-8 კვირის წინ ვუთხარი, რომ ტიმო ვერნერის მიმართ სერიოზული დაინტერესების შემთხვევაში მასთან კავშირზე გავალ. იმის შემდეგ არაფერი შეცვლილა".

... კაი ჰავერცის შესახებ:

"რუდი ფიოლერთან საუბარი მქონდა. მან განმიცხადა, რომ ამ ზაფხულს კაი ჰავერცის გაყიდვა გამორიცხულია. მომავალში რა მოხდება ჯერ არ ვიცი. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს".

... ლეროი ზანეს შესახებ:

"ტრანსფერი ეს ყოველთვის სამმხრივი პროცესია. ჯერ ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს - თავის მომავალს სად ხედავს. შემდეგ კლუბები მოლაპარაკებების მაგიდასთან სხდებიან".


14-06-2019