სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ მარკუს ზორგთან

10 დღის განმავლობაში ნაკრების მწვრთნელი იყავით. ამ მონაკვეთში ორი მატჩის მოგება შეძელით. რამდენად კმაყოფილი დარჩით?
"ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდის გამოსვლით კმაყოფილი დავრჩი. გრძელი სეზონის შემდეგ ნაკრები ორ დარჩენილ მატჩში ძალიან კონცენტრირებული იყო. ბიჭები ენერგიით აღსავსე იყვნენ. გულშემატკივრების გამხვნევებას ბოლომდე ცდილობდნენ. 6 ქულის მოპოვება ჩვენთვის დასახული მიზანი იყო. ახლა უკვე 9 ქულა გვაქვს. მწვრთნელს მუშაობისთვის დაბრუნება კარგ პირობებში შეუძლია".

ლიოვის გარეშე ყველაფერი კარგად ვითარდებოდა? რატომ არის მნიშვნელოვანი მისი დაბრუნება?
"მწვრთნელი ნაკრებს მართავს. ყველა მას უსმენს. ყველას ძალიან მოგვენატრა, შესაბამისად იმ მომენტს ველოდებით, როდესაც გამოჯანმრთელდება და დაბრუნებას შეძლებს".

რა იგრძენით, როდესაც გააკეთეთ ის, რაც თქვენგან მოითხოვებოდა?
"შვება ვიგრძენი. წნეხის ქვეშ ვიმყოფებოდი, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე ძლიერი მეტოქეები გვყავდა. მაგრამ მშვიდად ვიყავი, რადგანაც ფეხბურთელებში დარწმუნებული ვიყავი".

ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელის რანგში შეხვალთ. 6 ქულა დააგროვეთ და თქვენი ხელმძღვანელობით 10 ბურთი გაიტანეს და არც ერთი მიიღეს.
"არ შევალ, რადგანაც მწვრთნელი არ ვყოფილვარ".

რა მდგომარეობაშია ნაკრები?
"ჯერ კიდევ საკუთარი გზის დასაწყისში ვიმყოფებით. დაღმასვლის და აღმასვლის პერიოდები გვექნება. გუნდი კარგი თამაშის დემონსტრირებას ცდილობს. ფეხბურთელები 100%-ით იხარჯებიან. რაღაც განსხვავებული უნდა გამოვიდეს. ყოველივე გამარჯვება ნაკრებს წინსვლაში ეხმარება".

კაი ჰავერცს დაბადების დღე ჰქონდა, მაგრამ მინდორზე ის ვერ ვიხილეთ.
"ფანტასტიური ფეხბურთელია. გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მაგრამ ნაკრებში ბევრი მშვენიერი ფეხბურთელები გვყავს. შემადგენლობაში მოსახვედრად ყველამ უნდა იბრძოლოს. მომავალში კაი ნაკრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება".


14-06-2019