სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

დამსახურებული პაუზა დაუღალავ კიმიხისთვის

ესტონეთთან მატჩის შემდეგ (8:0) ღირსეული შვებულება გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებსაც დაეწყოთ. დიდი ალბათობით, ყველაზე მეტად ამ შვებულებას იოზუა კიმიხი ელოდებოდა. გასული სეზონის განმავლობაში მცველმა მონაწილეობა 48 შეხვედრაში მიიღო. მინდორზე მან 4350 წუთიდან 4281 წუთი გაატარა. კიმიხმა მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა - საპასუხო ლივერპულის წინააღმდეგ. მცველს ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ნაკრებში კიმიხმა 10-ივე შეხვედრა პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა.


13-06-2019