სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

გერმანია ესტონეთს სამჯერ შეხვდა და სამივე მატჩი საერთო ანგარიშით 11:1 მოუგო. ბოლო შეხვედრა 80 წლის წინ, 1939 წელს 26 ივნისს ტალინში გაიმართა, რაც მანშაფტის ისტორიაში ყველაზე გრძელ პაუზას წარმოადგენს.

ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის უკანასკნელი 15 შეხვედრა მოიგო, საერთო ანგარიშით 50:7.

საკუთარ მოედანზე მანშაფტს 29 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს: 23 გამარჯვება და 6 ფრე, რაც რეკორდს წარმოადგენს.

უკანასკნელ 6 შეხვედრაში გერმანიამ 12 ბურთი შეაგდო. როგორც წესი, მანშაფტის ფეხბურთელები ბურთს უკვე მე-15 წუთისთვის იტანდნენ. განსაკუთრებით ეს ლეროი ზანეს ეხება, რომელმაც თავისი 4 გოლი მე-19 წუთამდე მიითვალა.

უკანასკნელ 16 მატჩში იოზუა კიმიხი სტაბილურად სასტარტო შემადგენლობაში გამოდიოდა. 2016 წლის ივნისიდან დაწყებული მცველმა 41 შეხვედრიდან მონაწილეობა 40-ში მიიღო. ბელარუსთან შეხვედრაში კიმიხმა შესარჩევი ციკლის რეკორდი დაამყარა - 158 შეხება ბურთთან.

მაინცში მანშაფტი მხოლოდ მეორე შეხვედრას გამართავს. პირველ მატჩში 2014 წლის 6 ივნისს გერმანიამ სომხეთი ანგარიშით 6:1 გაანადგურა. ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა: შურლე (52'), პოდოლსკი (71'), ჰიოვედესი (73'), კლოზე (76'), გიოტცე (83' და 89').


11-06-2019