სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ზორგი: გულშემატკივრები მოტივაციას გვაძლევენ

"ესტონეთთან შეხვედრაში კარდინალურ ცვლილებებს არ მოვახდენთ, რადგანაც შეთამაშებლობა და სტაბილურობა გვჭირდება. მხოლოდ რამდენიმე ცვლილება იქნება. მანუელ ნოიერი მინდორზე გამოვა. მაინცში მშვენიერი დახვედრა მოგვიწყეს. გულშემატკივრები ძალიან პოზიტიურად არიან განწყობილნი, რაც მოტივაციას გვმატებს. ესტონეთთან მატჩში გამარჯვების მოპოვება აუცილებლად გვსურს. 3 ქულის აღება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ნაკრების განვითარებისთვის ბიძგი ძალიან საჭიროა. შეხვედრა ჩვენი უპირატესობით უნდა წარიმართოს", განაცხადა მარკუს ზორგმა.


10-06-2019