სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ალაბა არაჩვეულებრივი სეზონის წინაშე

როდესაც დავიდ ალაბა მიუნხენში ზაფხულის შვებულების შემდეგ დაბრუნდება ყველაფერი ძველებურად იქნება, მაგრამ რაღაც მაინც შეიცვლება. პირველად საკუთარი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში სეზონს ალაბა თავისი საუკეთესო მეგობრის ფრანკ რიბერის გარეშე დაიწყებს.

რეკორდმაისტერში ალაბამ დებიუტი 2010 წელს 17 წლის ასაკში იზეიმა. მაშინ რიბერი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო. პირველივე თავის მატჩში ავსტრიელმა მეშვიდე ნომერს საგოლე გადაცემა გაუკეთა. იმ დღიდან, ჰოფენჰაიმში 6-თვიანი იჯარის გარდა, დუეტი ერთად იმყოფებოდა.

ერთობლივი ძალებით რიბერიმ და ალაბამ 8 ვერცხლის სინი მოიპოვეს. არც ერთ ბუნდესლიგის ფეხბურთელს 26 წლის ასაკში ჩემპიონის ტიტული ამდენჯერ არ მოუგია. ახლა მათი გზები გაიყო, მაგრამ მოწყენილობას ადგილი არ აქვს. გუნდში რეკონსტრუქცია დაიწყო. ალაბამ მიზნად წინსვლა დაისახა. მცველს პასუხისმგებლობის გაზრდა და კარგი თამაშის დემონსტრირება სურს.

იგივე ალაბამ ავსტრიის ნაკრებში უკვე მიაღწია, რომელშიც 69 მატჩი ჩაატარა. ამ მომენტისთვის ბავარიელი ნაკრების კაპიტნის ფუნქციებს ასრულებს. სლოვენიასთან კარგი თამაშის შემდეგ, ალაბას ჩრდ. მაკედონიასთან მატჩის გამოტოვება მოუწევს. ავსტრიელს ბარძაყის კუნთები აწუხებს.

შესაბამისად, 2013 წლის ტრიპლეტის მფლობელს ზაფხულის შვებულება დაგეგმილზე ადრე დაეწყება. ალაბას მომდევნო სეზონისთვის მომზადებისთვის უფრო მეტი დრო ექნება. მარცხენა ფლანგზე რიბერის შემცვლელად კომანი მოისაზრება, რომელთანაც გასულ თვეებში ალაბა კარგად შეთამაშდა.

ერთობლივი ძალებით დუეტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ალაბამ მეცხრე ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს. ამით ავსტრიელი ტროფეების გამარჯვებულის სტატუსს დაამტკიცებს. ამ მაჩვენებლით ალაბა თავის მეგობარ-რეკორდმენს ფრანკ რიბერის დაეწევა.


10-06-2019