სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ მარკუს ზორგთან

ბატონო, ზორგ. როგორ შეაფასებდით ბელარუსთან მოპოვებულ გამარჯვებას ანგარიშით 2:0?
"3 ქულის აღებით ყველანი მოხარულები ვართ. ჩვენთვის დასახული მიზანი იყო. ნაკრები რეკონსტრუქციის სტადიაში იმყოფება, აქედან გამომდინარე ჩვენთვის გამარჯვებების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია".

რთული იყო?
"მეტოქე ზონებს ფარავდა. თავს მშვენივრად იცავდა. შესაბამისად, მარტივი არ იყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდორზე დაგეგმილისგან ბევრი რამ მაინც განვახორციელეთ. ხანდახან გადაცემების სიზუსტეში მოვიკოჭლებოდით ან დროულ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებდით. მაგრამ მატჩებში მეტოქესთან, რომელიც ყრუ დაცვაში დგას ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მშვენიერი გამოცდილება დავაგროვეთ. ნებისმიერი დაცვის გადალახვა გვმართებს. ეს ნაკრების ოსტატობის ზრდაში დაგვეხმარება".

გასულ შეხვედრაში იოაჰიმ ლიოვის შეცვლა მოგიწიათ. რა იგრძენით? მოგილოცათ გამარჯვება ლიოვმა?
"რა უნდა ვთქვა. ყველაფერი განსხვავებულია. სრული კონცენტრაცია თამაშზე მქონდა გადატანილი. სხვა დეტალები, რომელიც ჩვენს ირგვლივ ხდებოდა, არ შემიმჩვენია. ეს ნორმალური მოვლენაა. რა თქმა უნდა, მწვრთნელმა უკვე მომწერა. მან წარმატება მოგვილოცა. იოაჰიმი კმაყოფილი დარჩა, რადგანაც მისთვის ცნობილია, რომ რთული და გრძელი სეზონის დასრულების შემდეგ და არსებული პაუზის ფონზე გამარჯვების მოპოვება არც ისე მარტივია. მან ამ გამარჯვების ფასი იცის".

ტიმო ვერნერი მინდორზე ვერ ვიხილეთ. რატომ?
"შემადგენლობის რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ და საუკეთესო ამოვირჩიეთ. ჰოლანდიასთან შეხვედრაში ლეროი ზანემ და სერჟ გნაბრიმ მშვენივრად ითამაშეს. როისი ფანტასტიურ ფორმაში იმყოფება. სხვა და სხვა ვარიანტების გამოყენება გვმართებს. ტიმო ვერნერის გამოყენება ამ ვარიანტებში შედის".

გაქვთ უკვე ესტონეთთან შეხვედრაზე რამე გეგმები? შეცვლით შემადგენლობაში ვინმეს?
"დეტალურად ჯერ არ გადაგვიწყვეტია. ყველა ის მოთამაშე, რომლებმა ბელარუსთან ითამაშეს აღდგენით პროგრამას გაივლიან. დანარჩენები სრულფასოვნად ივარჯიშებენ. სასტარტო შემადგენლობას ბუნდესტრენერთან შევათანხმებ".


10-06-2019