სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბელარუსი - გერმანია. სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

საღამოს გერმანიის ნაკრები ბელარუსს მხოლოდ მეორედ შეხვდება. პირველი მატჩი 2008 წლის 27 მაისს კაიზერსლაუტერნში გაიმართა. შეხვედრაში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა - 2:2. პირველ ტაიმში გერმანია კლოზეს გოლით და კორიტკოს ავტოგოლით 2:0-ს იგებდა. მაგრამ შესვენების შემდეგ მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა.

გერმანიას ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ჰოლანდიასთან შეხვედრაში მანშაფტმა გასვლით მატჩებში გამარჯვებების გარეშე სერია შეწყვიტა (ფრე და 3 მარცხი).

2015 წლის ოქტომბერში ირლანდიასთან მარცხის შემდეგ გერმანიამ შესარჩევი ციკლების მომდევნო 12 მატჩი საერთო ანგარიშით 48:7 მოიგო. გასული 53 შესარჩევი შეხვედრიდან მანშაფტმა მხოლოდ 2 წააგო (46 მოგება და 5 ფრე).

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში, გერმანიისთვის ბელარუსთან შეხვედრა საიუბილეო 100-ე იქნება. ამ შეხვედრებში ნაკრებმა 70 გამარჯვება მოიპოვა, 20 ფრედ დაასრულა და 9 მეტოქეებმა მოიგეს.

2018 წლის დასაწყისიდან იოზუა კიმიხი 40 მატჩიდან 39-ში სასტარტო შემადგენლობაში გამოდიოდა.

FIFA-ს რეიტინგში გერმანიის ნაკრები მე-13 ადგილზე იმყოფება, ბელარუსი კი 81-ეა.


08-06-2019