სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკიმ და ალაბამ გამარჯვებები იზეიმეს

პარასკევის საღამო ორი ბაიერნელისთვის წარმატებულად გაიმართა. ლევანდოვსკიმ პოლონეთის ნაკრებთან და დავიდ ალაბამ ავსტრიასთან მინიმალური გამარჯვებები მოიპოვეს. ორივე ბაიერნელი მინდორზე კაპიტნის სამკლაურებით გამოვიდნენ.

ლევანდოვსკი ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ შეხვედრაში ტრადიციულად აქტიური იყო, მაგრამ 47-ე წუთზე ბურთი კჟიშტოფ პენტეკმა შეაგდო. პოლონეთი G ჯგუფში სამი გამარჯვებით პირველ ადგილგზე იმყოფება.

იმავე ჯგუფში ავსტრიელებმა სლოვენიის ნაკრებზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვებს. შედეგიანი გადაცემა ბურგშტალერზე დავიდ ალაბამ შეასრულა. "ამ გამარჯვებამ იმპულსი მოგვცა. ესე გაგრძელება გვსურს. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით", განაცხადა ბაიერნელმა.


08-06-2019