სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ხამესმა ბაიერნი დატოვა

ხამეს როდრიგეზმა ბაიერნი დატოვა. კოლუმბიელმა მიუნხენურ კლუბში ორი სეზონი ჩაატარა. ხამესმა რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობას ოპციის გაუქმება სთხოვა. კლუბის ოფიციალური პირები ამ თხოვნას დათანხმდნენ.

"ბაიერნის სახელით ხამესს ორი წარმატებული წლის გამო მადლობას ვუხდი. შარშან მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავედით. მან გუნდის მიღწევებში დიდი წვლილი შეიტანა. მომავალში ხამესს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ", განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

"კლუბს და გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვუხდი, რომლებიც ამ დროის განმავლობაში გვერდში მედგნენ. მიუნხენში დაუვიწყარი ორი წელი ჩავატარე. მე მხოლოდ პოზიტიური მოგონებები დამრჩება. ბაიერნს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ", აღნიშნა ხამესმა.

ბაიერნში კოლუმბიელმა შემტევმა 67 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 15 ბურთი შეაგდო და 20 საგოლე გადაცემა მიითვალა. 2018 და 2019 წლებში გერმანიის ჩემპიონი ხდებოდა. ხამესმა ასევე გერმანიის თასი და სუპერთასი მოიპოვა.


05-06-2019