სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი: გუნდს მადლობას ვუხდი

2018/19 წწ. სეზონის შედეგებით რობერტ ლევანდოვსკი კმაყოფილი უნდა იყოს, რადგანაც პოლონელი ჩემპიონატის და თასის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ჩემპიონთა ლიგაზე მეორე საუკეთესო გოლეადორი (მესის შემდეგ) გახდა. "მთლიანობაში სეზონი კარგი გამოვიდა", განაცხადა ლევანდოვსკიმ მოგებული თასის შემდეგ.

საკუთარი დუბლით პოლონელმა ლაიპციგზე გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა (3:0). გერმანიის თასების ფინალების ფარგლებში ლევანდოვსკის უკვე 6 გოლი დაუგროვდა, რაც ტურნირის ისტორიაში რეკორდია. წინა რეკორდსმენების გერდ მიულერის და უვე ზეელერის აქტივში 4 გოლი იყო. გასულ გერმანიის თასის გათამაშებაში პოლონელმა 7 ბურთი შეაგდო და ზედიზედ მესამედ საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ესეთი მაჩვენებლისთვის ჯერ არავის მიუღწევია.

ერთი კვირით ადრე ლევანდოვსკიმ ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერის ჯილდო მოიპოვა. მან ბუნდესლიგაში 22 ბურთი გაიტანა, რაც ბომბარდირთა სიაში პირველი ადგილის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. ზარბაზანი პოლონელმა მეოთხედ მოიგო (2014, 2016, 2018 და 2019 წწ.). ბუნდესლიგის 56 წლიანი ისტორიის განმავლობაში უფრო ხშირად ამ წარმატებას მხოლოდ გერდ მიულერი მიაღწია. "ჩემთვის დიდი პატივია, ამ ლეგენდარული ფეხბურთელის შემდეგ ყოფნა. მან საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო შვიდჯერ მოიპოვა. ეს ზრდის მოტივაციას მაძლევს", თქვა ლევანდოვსკიმ.

"თანაგუნდელების გარეშე საუკეთესო ბომბარდირი ვერ გავხდებოდი. ეს ზარბაზანი მთელ გუნდს ეკუთვნის. ყველას მადლობას ვუხდი", განაცხადა თავდასხმელმა. ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ლევანდოვსკი 289 მატჩში 202 გატანილი ბურთით მეხუთე ადგილზე იმყოფება. წინ მხოლოდ მანფრედ ბიურგსმიულერი (217), ბაიერნის ყოფილი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი (220), კლაუს ფიშერი (268) და გერდ მიულერი (365) არიან.

ბაიერნის რეიტინგში ლევანდოვსკი 128 გოლით მესამე ადგილზე იმყოფება. წინ მხოლოდ გერდ მიულერია (365) და კარლ-ჰაინც რუმენიგე (162) არიან. თვითონ თავდასხმელი მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს. "კარიერის დასრულებამდე კიდევ ბევრი წელი მაქვს. შედეგის გასაუმჯობესებლად შრომა მმართებს", თქვა ფორვარდმა, რომელმას ბაიერნთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.


03-06-2019