სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

10 ბაიერნელი ნაკრებებში გაემგზავრა

დამსახურებულ შვებულებაში გასვლამდე რამდენიმე ბაიერნელს მნიშნელოვანი სანაკრებო მატჩების გამართვა ელით.

გერმანიის ნაკრები მანუელ ნოიერის და კიდევ ოთხი ბაიერნელის თავკაცობით ჰოლანდიასთან დაწყებული წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდება. მომდევნო შეხვედრებში 8 ივნისს ბელარუსთან (გასვლა) და 11 ივნისს ესტონეთთან (სახლში) 6 ქულის აღება დასახულ მიზანს წარმოადგენს. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა იქნება საჭირო.

კინგზლი კომანს საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებას წარმატებულად ეცდება. შეგახსენებთ, რომ ვინგერს ტრავმების გამო ბევრი გაუცდა. 2 ივნისს ფრანგები ამხანაგურ შეხვედრას ბოლივიასთან გამართავენ. შემდეგ ორ შესარჩევ მატჩში თურქეთს (8 ივნისს) და ანდორას (11 ივნისს) დაუპირისპირდებიან.

G ჯგუფში რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთმა ორ მატჩში ორი გამარჯვება მოიპოვა. წარმატებული სერიის გაგრძელებას ლევანდოვსკი და კომპანია მაკედონიასთან (7 ივნისი) და ისრაელთან (11 ივნისი) ეცდებიან.

დავიდ ალაბას ავსტრიის ნაკრები პირველი ქულების მოპოვებას სლოვენიასთან (7 ივნისი) და და მაკედონიასთან (11 ივნისი) ეცდება.

ალფონსო დეივისმა ბაიერნთან მოპოვებული დუბლის შემდეგ ტიტულის აღება უკვე კანადას ნაკრებთან ერთად სურს. Gold Cup-ის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში ჩრდილოეთამერიკელები მარტინიკას (16 ივნისი), მექსიკას (20 ივნისი) და კუბას (24 ივნისი) დაუპირისპირდებიან. საუკეთესო ორი ნაკრები მეოთხედფინალში გავა. ტურნირის გადამწყვეტი მატჩი 8 ივლისს ჩიკაგოში გაიმართება.

ხამესს და კოლუმბიის ნაკრებს ორი ამხანაგური შეხვედრის გამართვა ელით - პანამასთან (4 ივნისი) და პერუსთან (9 ივნისი). ამის შემდეგ კოლუმბიელები მონაწილეობას Copa America-ს თასის გათამაშებაში მიიღებენ. ჯგუფურ ეტაპზე ხამესი და კომპანია გამარჯვებულის ვინაობას არგენტინასთან (16 ივნისი), ყატართან (19 ივნისი) და პარაგვაითან (23 ივნისი) გაარკვევენ. ტურნირის ფინალი 7 ივლისს ლეგენდარულ მარაკანაზე შედგება.


02-06-2019