სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნის ზაფხულის განრიგი

სეზონი უკან დარჩა, მაგრამ ახალი სეზონის სტარტი შორს არ არის. ბაიერნმა დუბლი გაიფორმა და დამსახურებულ შვებულებაში გავიდა. ამავდროულად 2019/20 წწ. სეზონისთვის მზადდება დაიწყო. 8 ივლისს ზებენერ შტრასეზე ნიკო კოვაჩი შეგირდებთან ერთად წინა სასეზონო მომზადებას დაიწყებს. გუნდს სუპერთასისთვის დორტმუნდის წინააღმდეგ, რომელიც 3 აგვისტოს გაიმართეა, თითქმის თვე ექნება.

ამის შემდეგ ბაიერნი ტეგერნზეს შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც გერმანიის თასის პირველი რაუნდისთვის მოემზადება (9-12 აგვისტო). თასის წილისყრა 15 ივნისს შედგება.

ზაფხულის სრულ განრიგს გთავაზობთ:

8 ივლისი - ვარჯიშების სტარტი;

15-24 ივლისი - აშშ-ს ტურნე (Audi Summer Tour);

18 ივლისი, 07.00 (ჩვენი დროით) - ბაიერნი - არსენალი;

21 ივლისი, 04.00 (ჩვენი დროით) - ბაიერნი - რეალი;

24 ივლისი, 05.00 (ჩვენი დროით) - ბაიერნი - მილანი;

30/31 ივლისი, Audi Cup-ის გათამაშება რეალის, ტოტენჰემი და ფენერბაჰჩეს მონაწილეობით;

3 აგვისტო, სუპერთასი. ბაიერნი - დორტმუნდი;

5 აგვისტო, ტეგერნზეს შეკრება;

9-12 აგვისტო, თასის პირველი რაუნდი;

16-18 აგვისტო, გერმანიის ჩემპიონატის I ტური;

25 აგვისტო, ამხანაგური შეხვედრა ფანკლუბის წინააღმდეგ.


31-05-2019