სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფრიდლი ბრემენის ფეხბურთელი გახდა

მარკო ფრიდლი ბრემენში გადაბარგდა. 2018 წლის იანვრიდან 21 წლის მცველი "მუსიკოსების" რიგებში იჯარის წესით გამოდიოდა. 1,5 წლის განმავლობაში ფრიდლმა მონაწილეობა გერმანიის ჩემპიონატის 16 მატჩში და თასის 2 შეხვედრაში მიიღო.

ბაიერნში მარკომ საერთო ჯამში 10 წელი გაატარა. მან ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ყველა დონე გაიარა. ძირითად გუნდში ფრიდლმა ერთი მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა და ერთი შეხვედრა ბუნდესლიგაში ჩაატარა. "გუნდისთვის მარკო ყოველთვის 100%-ით იხარჯებოდა. ახლა მისთვის მომდევნო ნაბიჯის გადადგმის დრო დადგა. მომავალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ", განაცხადა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.


29-05-2019