სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

Robbery-მ მუზეუმში დუბლი მიიტანეს

ეს მათი ბაიერნის შემადგენლობაში უკანასკნელი ოფიციალური გამოჩენა იყო. გერმანიის თასის მოგების 3 დღის შემდეგ არიენ რობენმა და ფრანკ რიბერიმ რეკორდმაისტერის მუზეუმში Erlebniswelt-ში ორი ტიტული მიიტანეს. "ევროპაში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საუკეთესო საფლანგო წყვილმა" (რუმენიგე) მუზეუმის სტუმრებს ტიტულები ამაყად წარმოადგინეს.

"ორივე ტიტულის ერთად ხილვა სასიამოვნოა. განსაკუთრებულ გრძნობებს იწვევს", განაცხადა არიენ რობენმა, რომელმაც 2009 წელს რეალიდან ბაიერნში გადასვლის შემდეგ 21 ტიტული მოიპოვა. რიბერის აქტივში, რომელიც მიუნხენურ კლუბში ორი წლით ადრე გამოჩნდა, რეკორდული 24 ტიტულია. "ბაიერნის რიგებში მიღწევებით ამაყი ვარ", განაცხადა ფრანგმა, რომელიც მოპოვებული 9 ვერცხლის სინით რეკორდსმენია. "ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს", განაცხადა ლეგენდარულმა 7-ანმა.

მუზეუმის სტუმრებმა რიბერის და რობენის სახეებზე განსხვავებული ემოციები იხილეს. 4 წლის წინ რობენს მუზეუმში თასი უკვე ჰქონდა მიტანილი. ახლა ბაიერნში კარიერის დასრულების მიზეზით მას ეს პატივი ისევ მიანიჭეს. "მშვენიერია, როდესაც უკანასკნელ სეზონში ორივე ტიტულის მოგებას ახერხებ. ამაზე უკეთესი არაფერია".

ახლა Erlebniswelt-ში 28 ვერცხლის სინი და 19 თასია განთავსებული. გასული სეზონის ორი ტიტული მუზეუმში რამდენიმე კვირით დარჩება. ამის შემდეგ მათ კოპიებით შეცვლიან. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის გახსნიდან 2012/2013 წწ. სეზონის დაწყებამდე ბაიერნი ჩემპიონი ყოველწლიურად ხდებოდა.


29-05-2019