სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა მარიენპლაცზე დუბლი იზეიმა

კვირას დღისით არიენ რობენი, ფრანკ რიბერი და რაფინია თანაგუნდელებთან ერთად მარიენპლაცზე მყოფ რატუშას აივანზე ავიდნენ. აივნიდან გუნდმა გულშემატკივრებთან ერთად მოპოვებული დუბლი აღნიშნეს. 15.00 ფანის წინაშე პირველი სინთან ერთად რაფინია გამოვიდა. მის შემდეგ მოპოვებული გერმანიის თასთან ერთად ნიკლას ზულე გამოჩნდა.

ბაიერნის ისტორიაში ეს რიგით მე-12-ე დუბლი აღმოჩნდა, რომელიც, სიმართლე რომ ვთქვათ, ოდნავ სამწუხარო იყო, რადგანაც გუნდს სამი ფეხბურთელი დაემშვიდობა. "რა თქმა უნდა, მტკივნეულია, როდესაც ოჯახს რაღაც ნაწილი ტოვებს", თქვა ული ჰიონესმა.

"მშვენიერი 12 წელი იყო. ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ. ეს მარადიულად დაგვრჩება", განაცხადა ფრანკ რიბერიმ, რომელმაც ბაიერნთან ერთად 24 ტიტული მოიპოვა. "Mia San Mia. მე ყოველთვის თქვენთან დავრჩები", გააკეთა ლაკონიური განცხადება არიენ რობენმა.

შემდეგ კი ზეიმი დაიწყო! წამყვანმა ფეხბურთელები აივანზე რიგრიგობით გამოიძახა. მიულერი ფანებს განსაკუთრებული გამოსვლით მიესალმა. მანუელ ნოიერი მთელ მარიენპლაცთან ერთად "Double Sieger! Double Sieger! HEY! HEY!" ყვიროდა.

ნიკო კოვაჩისთვის მოპოვებული დუბლი განსაკუთრებით აქტუალური იყო. "16 წლის წინ აქ ასევე ვიდექი, მაგრამ მაშინ სხვა როლში ვიყავი", გაიხსენა მწვრთნელმა "Niko, Niko"-ს სკანდირების ფონზე. 2003 წელს ფეხბურთელის როლში კოვაჩმა დუბლი ასევე მოიპოვა. "16 წლის შემდეგ ძმასთან ერთად ისევ აქ ვდგავართ - უნიკალური ისტორიაა", თქვა თავის გამოსვლაში ხორვატმა. "გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობას ვუხდი. თქვენს გარეშე ამას ვერ მივაღწევდით", დაამატა კოვაჩმა.

"მიუნხენის ყველაზე ლამაზი აივანია. ბაიერნისთვის მეორე სახლია", თქვა რუმენიგემ რატუშას აივანზე, რომელზე ბაიერნმა ზედიზედ მეშვიდე სინის მოპოვება იზეიმა.

"დიდი მოკითხვა დორტმუნდს და განსაკუთრებით ბატონ ვაცკეს. მარიენპლაცზე 15.000 გულშემატკივარი შეიკრიბა. მომავალ წელს უფრო მეტი მოვა", დაასრულა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.


27-05-2019