სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნოიერმა ბაიერნს თასი მოაგებინა

მწვრთნელები, როგორც წესი, მატჩამდე ერთი დღით ადრე საკუთარ გეგმებზე არ საუბრობენ. მაგრამ ნიკო კოვაჩმა გერმანიის თასის ფინალამდე სხვაგვარად მოიქცა. "წინასწარ გეტყვით, რომ მანუელ ნოიერი შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. ჩვენი კაპიტანია, სეზონის განმავლობაში კარგ თამაშს დემონსტრირებდა, ჩვენი გუნდის ბურჯს წარმოადგენს", განაცხადა 47 წლის სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე. ამით კოვაჩმა ნოიერს საკუთარ ძალებში რწმენა აუმაღლა.

პირველ ნომერს აპრილიდან კუნთები აწუხებდა. მიუხედავად ამისა, მწვრთნელი კაპიტნის უნარებში დარწმუნებული იყო და მის ოსტატობას ეჭვის ქვეშ არ აყენებდა. "მან თავდაჯერებულობა მომცა. კოვაჩმა მითხრა, რომ მონაწილეობა უამრავ ფინალში მქონდა მიღებული და საუკეთესო თამაშის დემონსტრირებას შევძლებდი. ეს ყველაფერი ხანგრძლივი პაუზის მიუხედავად", თქვა კაპიტანმა ლაიპციგთან თამაშის შემდეგ, რომელშიც მისმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ნოიერმა თავისი სეივებით წარმატების მიღწევაში დიდი წვლილი შეიტანა.

უკვე მე-11-ე წუთზე ნოიერმა რეფლექსების ხარჯზე პოულსენი დარტყმა ხარიხაში მოიგერია. 48-ე წუთზე მეკარესთან ერთი ერთზე ფორსბერგი გავიდა, მაგრამ ამ ეპიზოდშიც ნოიერმა ცივსისხლიანად ითამაშა. "ეს მანუელ ნოიერია. გასულ მატჩში ყველამ ნახა ის მიზეზები, რატომ არის გერმანიის საუკეთესო მეკარე და რატომ თამაშობს ბაიერნში", შეაქო კაპიტანი ნიკო კოვაჩმა.

"მანუელ ნოიერის სახით კარებში ნამდვილი გიგანტი გვიდგას, რომელიც ასევე გერმანიის ნაკრების კარებსაც იცავს", დაამატა კარლ-ჰაინც რუმენიგემ. მატჩის შემდეგ საკუთარი თამაშით თვითონ ნოიერიც იყო კმაყოფილი. მაგრამ მისთვის გუნდის წარმატება უფრო მნიშვნელოვანი იყო. "ჩემთვის, როგორც ყველა თანაგუნდელისთვის, დუბლის მოპოვება მნიშვნელოვანი იყო. როდესაც ბაიერნში თამაშობ ყოველთვის შედეგი უნდა აჩვენო. ჩვენ ეს მოვახერხეთ. საკუთარი შრომით ამაყები უნდა ვიყოთ",


27-05-2019