სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩის ციფრები, რიცხვები და რეკორდები

ფრანკ რიბერისთვის მოპოვებული გერმანიის თასი ბაიერნის რიგებში რიგით 24-ე ტიტული აღმოჩნდა.
კლუბის ისტორიაში არც ერთ მოთამაშეს გუნდთან ერთად ამდენი ტიტული არ მოუპოვებია. ამავდროულად, ლაიპციგის წინააღმდეგ ფინალი ფრანგისთვის მერვე აღმოჩნდა, რაც ასევე რეკორდია. რიბერი ექსვი თასი მოიპოვა, უფრო მეტი მხოლოდ ბასტიან შვაინშტაიგერს აქვს (7).

ლევანდოვსკი მხოლოდ მნიშვნელოვან ბურთებს იტანს! 29-ე წუთზე პოლონელმა ლამაზ ვარდნაში თაური დარტყმით ანგარიში გახსნა. მატჩის მიწურულს თავდასხმელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (3:0). გერმანიის თასის ფინალებში ლევანდოვსკიმ მეექვსე ბურტი გაიტანა, რაც რეკორდია. წინა რეკორდსმენებს გერდ მიულერს და უვე ზეელერს აქტივში 4-4 გოლი აქვთ. მიმდინარე თასის გათამაშებაში ლევანდოვსკიმ 7 ბურთი გაიტანა და მესამედ ზედიზედ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რაც ასევე რეკორდია. საერთო ჯამში ლევანდოვსკის, გერმანიის თასის ფარგლებში, 33 გოლი დაუგროვდა. ბომბარდირთა სიაში პოლონელი მე-8 ადგილზე იმყოფება.

თომას მიულერმა გერმანიის თასზე საიუბილეო 50-ე შეხვედრა ჩაატარა. თავის მეშვიდე ფინალში მიულერმა მე-5 თასი მოიპოვა.


26-05-2019