სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა გერმანიის თასი მოიპოვა!

3' გნაბრის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ბურთი კუთზეს ოდნავ ასცდა.

6' გნაბრის კარგ ჩაწოდებას თანაგუნდელები ვერ შეწვდნენ.

10' ნოიერმა ბაიერნი სასწაულად გადაარჩინა. ახლო მანძილიდან კაპიტანმა პოულსენის დარტყმა მოიგერია.

17' ლაიპციგის მორიგი სახიფათო შეტევა მარტინეზმა გაანეიტრალა.

19' ალაბამ გაისროლა, მაგრამ არაზუსტად.

24' ვერნერის სწრაფი გარღვევა, კიმიხმა ვარდნაში ბურთი მოიგერია.

25' მიულერმა სახიფათო და ხელსაყრელი მომენტი გააცუდა.

27' ლაიპციგმა კარგი შეტევა ეფექტურად დაასრულა.

29' ლევანდოვსკიმ ულამაზესი ბურთი შეაგდო. მარცხენა ფლანგიდან ალაბამ ჩააწოდა და პოლონელმა თაური დარტყმით ბურთი მარცხენა კუთხეში გაუშვა, 0:1!

41' კომანს ჰქონდა კარგი შესაძლებლობა, მაგრამ კონატემ ბურთი კარების ხაზიდან გამოიტანა. მანამდე არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა.

44' მორიგი შეტევა, მაგრამ ლაიპციგმა ბურთის მოგერიება კუთხურზე შეძლო.

45' ჰუმელსის დარტყმა, ბურთი კუთხურზე გავიდა.

შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 1:0 გავიდნენ.

46' მეორე ტაიმი ტიაგოს არაზუსტი დარტყმით დაიწყო.

48' ნოიერის მეორე სასწაული "სეივი"! კაპიტანმა ფორსბერგს დარტყმა ერთი ერთზე აუღო.

55' გნაბრიმ ვარდნაში ბურთი კარებისკენ გააგზავნა, მაგრამ გულაშჩმა დაიჭირა.

61' ზაბიცერის ჩაწოდებული ზულემ კუთხურზე მოიგერია.

62' ჰუმელსმა 50-მეტრიანი რეიდი შეასრულა, დაარტყა, მაგრამ გულაშჩმა მოიგერია.

63' ფლანგიდან ჩაწოდებული ტიაგოს თაურთი დარტყმა მოჰყვა, მაგრამ ოდნავ არაზუსტად.

64' მიულერმა გაისროლა, ბურთმა ცხრიანს რამდენიმე სანტიმეტრში ჩაუარა.

65' მარტინეზმა მინდორი დატოვა, ტოლისო შემოვიდა. ფრანგმა სერიოზული ტრავმის შემდეგ დაბრუნება იზეიმა.

67' კომანის გადაცემა მიულერამდე ვერ მივიდა, არადა ბაიერნმა კარგი კონტრშეტევა განახორციელა.

68' გნაბრიმ ჩააწოდა, ლევანდოვსკის თაური დარტყმა კარებს ასცდა.

73' მინდორზე რობენი შემოვიდა, მან გნაბრი გამოცვალა.

76' კომანის გადაცემას ალაბა ვერ მიუსწრო.

77' კომანმა მეორე ბურთი შეაგდო. ფრანგმა საჯარიმოში მშვენიერი დრიბლინგი შეასრულა და მეკარესგან შორეულ ცხრიანში გააგზავნა, 0:2!

81' კიმიხმა ჯარიმა შეასრულა, მიულერმა თავით დაარტყა, მაგრამ გულაშჩი ბურთს ადგილზე დახვდა.

86' კიმიხმა ლევანდოვსკი ერთი ერთზე გაიყვანა და პოლონელმა საკუთარი შანსი ცივსისხლიანად გამოიყენა, 0:3!

87' კიმიხის ნაცვლად მინდორზე რიბერი გამოვიდა.

89' რიბერის და რობენის ბოლო შეტევა მეტოქემ ჩაშალა...

90' ლევანდოვსკის დარტყმული ბურთი გულაშჩმა რობენზე მოიგერია, მაგრამ ჰოლანდიელმა დამატებაზე ვერ ივარგა.

ბაიერნმა გერმანიის თასი მოიპოვა!


26-05-2019