სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი - ლაიპციგი. თანაბარი ფინალი

სეზონის ფინალური აქტი. საღამოს გერმანიის თასის ფინალურ შეხვედრაში ლაიპციგის წინააღმდეგ ბაიერნი მეორე ტიტულის აღებას ეცდება. წარმატების შემთხვევაში რეკორდმაისტერის ისტორიაში მე-12 დუბლი იქნება.

"ბერლინში, რა თქმა უნდა, მოსაგებად ჩავედით. დუბლის გაფორმება გვსურს", განაცხადა ნიკო კოვაჩმა. რეკორდმაისტერის მწვრთნელისთვის ცნობილია, რომ მისი გუნდი ურთულესი ამოცანის წინაშე დგას. "ლაიპციგი ყველაზე რთული მეტოქეა იმ რიცხვიდან, რომლებიც ფინალში შეიძლება მიგვეღო", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა წინა სამატჩო პრესკონფერენციაზე. ბოლო წლებმა აჩვენეს, რომ "თასის ფინალში ფავორიტები არ არსებობენ".

ლაიპციგის კაპიტანს ვილი ორბანს იმედი აქვს, რომ "მატჩი თანაბარი იქნება". ორი კვირის წინ გუნდები ერთმანეთს ბუნდესგილის ფარგლებში შეხვდნენ, მაშინ საყაიმო შედეგი 0:0 დაფიქსირდა. მიუნხენელებს უამრავი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მეტოქის დისციპლინირებული დაცვის ხაზის გარღვევა ვერ მოახერხეს. "მიმდინარე სეზონის საუკეთესო დაცვის ხაზი გვყავს. საღამოს ამის დამტკიცება გვსურს", განაცხადა ლაიპციგის მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა.

მაგრამ თავის პირველ თასის ფინალში საქსონელები დაცვიდან თამაშს არ აპირებენ. "ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ, რომ ესეთ დიდ ფინალშიც, ტოპ დონის თამაშის დემონსტრირება შეგვიძლია", აღნიშნა 60 წლის სპეციალისტმა. რანგნიკის თქმით, მის განკარგულებაში შემადგენლობის ყველა ფეხბურთელი ეყოლება.

ბაიერნელებს ლეონ გორეცკა დააკლდება, რომელსაც კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. "ძალიან სამწუხარო ამბავია", გააკეთა მოკლე კომენტარი ამის შესახებ მანუელ ნოიერმა. წინა სეზონში ბაიერნის პირველმა ნომერმა ფინალი გამოტოვა, სადაც მისმა გუნდმა ფრანკფურტთან წააგო (1:3). მაშინ მეტოქეს ნიკო კოვაჩი წვრთნიდა.

კოვაჩისთვის დღევანდელი ფინალი ზედიზედ მესამე იქნება. მწვრთნელს, რა თქმა უნდა, შარშანდელი წარმატების გამეორება უკვე ბაიერნთან ერთად სურს. მისმა გუნდმა შარშანდელი წარუმატებლობისგან სწორი დასკვნები გამოიტანა. "შარშან ყველას გვეგონა, რომ მოვიგებდით. მაქსიმუმზე დახარჯვა და უკეთ თამაში გვმართებს, ვიდრე ეს შარშან მოვახერხეთ", აღნიშნა რობერტ ლევანდოვსკიმ.

კაპიტანს მანუელ ნოიერს მომდევნო ფინალის დიდი მოლოდინი გააჩნია: "ფინალი ყოველთვის განსაკუთრებული მატჩია. განსაკუთრებით თასის ფინალი ბერლინში. დუბლის გაფორმება გვსურს. ჩვენი დრო დადგა!"


25-05-2019