სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

თასის ფინალში ბაიერნი 23-ედ ითამაშებს. საღამოს ნიკო კოვაჩის გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თასი მიუნხენში მე-19-ედ ჩამოიტანოს. ლაიპციგი ამ რიცხვებისგან შორს არის. "ხარები" ფინალში პირველად ითამაშებენ.

გუნდები ერთმანეთს არც ისე დიდი ხნის წინ დაუპირისპირდნენ. ორი კვირის წინ ლაიპციგში შეხვედრა ნულოვანი ფრედ დასრულდა. წინა სეზონში მეტოქეები თასის მეორე რაუნდში ითამაშეს. 120 წუთის შემდეგ საყაიმო ანგარიში - 1:1 დაფიქსირდა. პენალტების სერიაში ბაიერნმა მოიგო (5:4).

ლაიპციგის ფეხბურთელებს ბერლინში თამაშისგან კარგი მოგონებები აქვთ. სამივე გასვლითი შეხვედრა ჰერტას წინააღმდეგ "ხარებმა" თავის სასარგებლოდ დაასრულეს. დიდი წვლილი ამ წარმატებაში ტიმო ვერნერმა შეიტანა. ჰერტას წინააღმდეგ თავდასხმელმა 5 გოლი მიითვალა.

ბაიერნის ვეტერანმა თომას მიულერმა თავისი პირველი სათასო შეხვედრა 2009 წლის 2 აგვისტოს ჩაატარა. მაშინ ბაიერნმა ნეკარელცი ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ეს მატჩი ლაიპციგის დაფუძნებიდან 3 თვეში გაიმართა (2009 წლის 19 მაისი). იმ დღიდან დაწყებული ფორვარდმა ტურნირში 30 ბურთი გაიტანა, რაც ერთი გოლით მეტია, ვიდრე აქტივში მთელს ლაიპციგს აქვს.


25-05-2019