სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფინალში ბაიერნი წითელ-თეთრი იქნება

შაბათს საღამოს გერმანიის თასის ფინალში ბაიერნელები ახალ საშინაო წითელ მაისურში, თეთრ შორტებში და თეთრ გეტრებში გამოვლენ. მეტოქე ლაიპციგის ფეხბურთელები თეთრ მაისურში, წითელ შორტებში და წითელ გეტრებში ითამაშებენ.

დასაწყისში კლუბები შეთახმდნენ, რომ ფერების კომბინაცია ბაიერნს წითელი-თეთრი-წითელი ექნება, ლაიპციგს თეთრი-წითელი-თეთრი ეცმევა. გერმანულ საფეხბურთო კავშირთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ გუნდები მცირე კორექტივებს შეიტანენ. ეს იმისთვის, რომ მსაჯებმა და გულშემატკივრებმა მეტოქეები უფრო მარტივად ამოიცნონ.


24-05-2019