სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბერლინში განსაკუთრებული მოტივაციით

ფრანკ რიბერიმ, არიენ რობენმა და რაფინიამ უკანასკნელ მისიამდე ბაიერნის რიგებში დამატებითი მოტივაცია მიიღეს. ხუთშაბათს ვარჯიშის შემდეგ რეკორდმაისტერის თანამშრომლებმა ზემოთაღნიშნული ტრიო აპლოდისმენტებით გააცილეს. დღეს გუნდი ბერლინის ოლიმპიაშტადიონზე თასის ფინალამდე დასკვნით ვარჯიშს ჩაატარებს. ლაიპციგთან მატჩი სამივე ვეტერანისთვის რეკორდმაისტერის რიგებში ბოლო იქნება.

ვარჯიშის დროს ნათლად ჩანდა, რომ სამივე უკანასკნელი გარღვევისთვის მოტივირებულია. მინდორზე გასვლის თანავე რობენმა ხელები მაღლა აწია, ამით მინიშნება მისცა, რომ "წინ! ჩვენ ამას შევძლებთ!" ვარჯიში განმავლობაში რობენი და მისი თანაგუნდელები ძალიან კონცენტრირებულები იყვნენ. მაღალ ტემპში ვარჯიშობდნენ.

ლაიპციგის წინააღმდეგ წარმატების მიღწევის შემთხვევაში მიუნხენელები დუბლს გაიფორმებენ. მათ ზუსტად ეს მიზანი აქვთ დასახული. ვარჯიშის განმავლობაში რიბერი თავის თანაგუნდელებს ამხვნევებდა. "კიდევ, კიდევ", ყვიროდა ფრანგი. მას გაჩერება არ სურდა. ბაიერნელებს ზუსტად ეს განწყობა ჭირდებათ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ გუნდი აეროპორტში გაემგზავრა. ლეონ გორეცკა კუნთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო მატჩს გამოტოვებს. კიმიხი ბაიერნს დღის განმავლობაში შეუერთდება.


24-05-2019