სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნიკო კოვაჩი გერმანიის თასის ექსპერტია

ნიკო კოვაჩს გერმანიაში სამწვრთნელო კარიერის დაწყების მომენტიდან ეროვნულ თასთან მაგიური კავშირი გააჩნია. თასზე სადებიუტო სეზონში კოვაჩი ფრანკფურტთან ერთად ფინალამდე მიაღწია, სადაც დორტმუნდთან (1:2) დამარცხრდა. შემდეგ სეზონში კოვაჩი ფრანკფურტთან ერთად ისევ ფინალში გავიდა, სადაც ბაიერნს ანგარიშით 3:1 სძლია. ერთი წლის შემდეგ უკვე რეკორდმაისტერის რიგებში 47 წლის სპეციალისტი თასის მოგებას და დუბლის გაფორმებას ეცდება. ამისთვის 25 მაისს ბაიერნმა ლაიპციგი უნდა დაამარცხოს.

კოვაჩი გერმანიის თასის 17 შეხვედრიდან 16 ჯერ მომდევნო ეტაპზე გადიოდა (13 გამარჯვება და სამჯერ პენალტების სერიის შემდეგ). ზედიზედ მესამე წელია კოვაჩი ფინალში გადის. კოვაჩამდე ამის გაკეთება მხოლოდ რეჰაგელმა (1989-91 წწ.), უდო ლატეკმა (1984-86 წწ.). შეძლეს.

"წარმატების განსაკუთრებული ფორმულა არ გამაჩნია. მარტივი გზა არ არის. იღბალის იმედზე უნდა იყო. კარგი წილისყრა უნდა იყოს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი - მეტოქის შეუფასებლობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. პირიქით, ყველას პატივი უნდა სცე", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.

ესეთი განწყობით ახალი გამომცხვარი გერმანიის ჩემპიონი 25 მაისს თასის ფინალს შეხვდება. წარმატების შემთხვევაში კოვაჩი რამდენიმე რეკორდს დაამყარებს.

2003 წელს ჩემპიონატში და თასზე გამარჯვების შემდეგ ბაიერნის ისტორიაში კოვაჩი შეიძლება პირველი ადამიანი გახდეს, რომელმაც დუბლი ფეხბურთელის და მწვრთნელის როლში შეასრულა. გერმანულ ფეხბურთში ესეთი რამ ჯერ არ მომხდარა.

კოვაჩი შეიძლება მეორე მწვრთნელი გახდეს, მაგათის შემდეგ, რომელმაც თასის ტიტულის დაცვა შეძლო (მაგათმა ბაიერნთან თასი 2005 და 2006 წლებში მოიგო).

კოვაჩი შეიძლება მეოთხე მწვრთნელი გახდეს, რომელმაც თასი ორ სხვა და სხვა გუნდთან მოიპოვებს (ჰანს ვაისვალერის, ოტო რეჰაგელის და კარლ-ჰაინც ფელდკამპის შემდეგ).


23-05-2019