სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

5 ბაიერნელი ნაკრებშია

ბაიერნის 5 ფეხბურთელი ნაკრების განაცხადში მოხვდნენ: მანუელ ნოიერი, ნიკლას ზულე, იოზუა კიმიხი, ლეონ გორეცკა და სერჟ გნაბრი. 8 ივნისს გასვლაზე გერმანია ბელარუსს შეხვდება, 11 ივნისს მაინცში ესტონეთს უმასპინძლებს. ნოიერი დროებით არის გამოძახებული, მის მდგომარეობას ბანაკში დააკვირდებიან.

იოაჰიმ ლიოვმა ფსონი იგივე ფეხბურთელებზე გააკეთა, რომლებთანაც ერთად შესარჩევ ციკლში წარმატებული სტარტი აიღო. შეგახსენებთ, რომ მარტში გასვლაზე გერმანიამ ჰოლანდიას სძლია (3:2). 2 ივნისს ჰოლანდიურ ვენლოში ნაკრები მცირე შეკრებას ჩაატარებს.

1,5 წლიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთთის ნაკრების რიგებში კინგზლი კომანი დაბრუნდება. მარტში ბაიერნის ნახევარმცველი უკვე იყო გამოძახებული, მაგრამ მინდორზე მას გამოსვლის საშუალება არ მიეცა. უკანასკნელად საფრანგეთის რიგებში კომანმა 2017 წლის 10 ნოემბერს ითამაშა.

კარლუშ კეირუშმა ხამესი Copa America-ს გაფართოებულ სიაში შეიყვანა. დასკვნითი შემადგენლობა 30 მაისს გაირკვევა. ტურნირი ბრაზილიაში 14.06-07.07 გაიმართება.


22-05-2019