სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნელები მზადდებას ბოლო მისიისთვის შეუდგნენ

სამშაბათს მიუნხენში შემოდგომა დაბრუნდა. ბაიერნის დედაქალაქს ქარმა და წვიმამ შეუტიეს. ესეთი კლიმატური კონდიციების თანხლებით ბაიერნელებმა მზადდება სეზონის ბოლო მისიისთვის - გერმანიის თასის ფინალისთვის ლაიპციგის წინააღმდეგ დაიწყეს, რომელიც შაბათს გაიმართება.

ვარჯიშებს მანუელ ნოიერი და ხამესი დაუბრუნდნენ, რომლებმაც ფრანკფურტთან მატჩი ტრავმების გამო გამოტოვეს. კოლუმბიელმა გუნდის საერთო ჯგუფთან ერთად იმუშავა. ნოიერმა, ტონი ტაპალოვიჩის და ტომ შტარკეს მეთვალყურეობით, მეკარეებისთვის განკუთვნილი ვარჯიშების პროგრამა შეასრულა. შემდეგ კაპიტანი საერთო ჯგუფს დაუბრუნდა, სადაც მინდვრის ფეხბურთელის უნარები მშვენიერ სტილში აჩვენა.

ვარჯიში ლეონ გორეცკამ გამოტოვა. ნახევარმცველი ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა. შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტთან მატჩში მან ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად რენატო სანჩესი გამოვიდა.

თასის ფინალამდე ნიკო კოვაჩი ზებენერ შტრასეზე კიდევ ორ ვარჯიშს ჩაატარებს. ხუთშაბათს გუნდი ბერლინში გაემგზავრება. დასკვნითი ვარჯიში ოლიმპიაშტადიონზე გაიმართება.


21-05-2019