სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ზედიზედ მეშვიდე სინს ზეიმობს

კოკო ტოლისო ვერცხლის სინთან ერთად ცეკვავდა. ალფონსო დეივისსაც სასურველ ჯილდოსთან დამშვიდობება არ სურდა. რობერტ ლევანდოვსკიმ საცეკვაო მოედანზე დაამტკიცა, რომ მოქნილი მოძრაობა არა მარტო საფეხბურთო მინდორზე შეუძლია. ფრანკფურტის გამარჯვების (5:1) რამდენიმე საათის შემდეგ გუნდმა და ოფიციალურმა პირებმა წარმატება წვეულებაზე აღნიშნეს.

გადავსებულ ალიანც არენაზე ოფიციალური ცერემონიის და ლუდით ტრადიციული წუწაობის შემდეგ ბაიერნი წვეულებაზე ნოქჰერბერგში გაემგზავრა, სადაც აივანზე ჩემპიონები 2000 გულშემატკივრების წინაშე წარსდგნენ. Stern des Südens-ის ფონზე გუნდმა ვერცხლის სინი და ლევანდოვსკის "ზარბაზანი" წარადგინა.

"რა თქმა უნდა, ემოციური სეზონი გამოდგა", აღნიშნა თავის გამოსვლაში კარლ-ჰაინც რუმენიგემ. ფრანკფურტის წინააღმდეგ მატჩს რუმენიგემ "წარმოუდგენლად ემოციური" უწოდა. "ესეთი ისტორიის გადაღება ჰოლივუდში შეიძლება". კლუბის ფუნქციონერმა ასევე დაამატა: "იმ შემთხვევაში, როდესაც ჩემპიონის ტიტულს 34-ე ტურში მოიპოვებ, მაშინ ყველა კმაყოფილია. ამაზე უკეთესს ვერ ისურვებ".

"პირველი წრის შემდეგადაც საკუთარ ძალებში რწმენა გაგვაჩნდა. მოტივაციას და სწორ განწყობას ვინარჩუნებდით. მხოლოდ წინ ვიყურებოდით. უამრავი ძალა დავხარჯეთ. ახლა სინი ჩვენ გვაქვს. მომდევნო შაბათს თასის აღმართვაც გვსურს", გააკეთა მოკლე კომენტარი მანუელ ნოიერმა, რომელმაც ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა.

საკუთარ გამოსვლაში რუმენიგემ, ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც 29-ე ტიტულის მოპოვებაში წვლილი შეიტანა, მადლობა გადაუხადა. პირველ რიგში ეს ნიკო კოვაჩს ეხებოდა. "პირველივე სეზონში ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ბევრს ნიშნავს. მას ამ წარმატებას მთელი გულით ვულოცავ". რა თქმა უნდა რუმენიგემ თბილი სიტყვები რიბერისთვის, რობენისთვის და რაფინიასთვის გამონახა, რომლებიც სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებენ. "ვთვლი, რომ გასული მატჩის განმავლობაში სტადიონზე ბაიერნში მოღვაწეობის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ემოციების გადატანა მომიწია", აღიარა რუმენიგემ.

ბაიერნის ფუნქციონერმა აღნიშნა, რომ თავის დროს რაფინიას ტრანსფერი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო. "ყველა მწვრთნელმა, ყველა ფეხბურთელმა იცოდა, რომ გასახდელში რაფინია მნიშვნელოვანი ფიგურაა". რიბერის და რობენის წყვილს რუმენიგემ "ევროპაში ბოლო 10 წლის განმავლობაში საუკეთესო ფლანგები" უწოდა.

რობენი სეზონის ფინალს "მთელი კვირის განმავლობაში მოუთმენლად ელოდა". 2007 წლიდან დაწყებული, როდესაც რიბერიმ პირველი მატჩი ჩაატარა, ალიანც არენას გმირის სტატუსს ყოველთვის ატარებდა. "ის დღემდე გმირად რჩება. ვთვლი, რომ ბაიერნსა და რიბერის შორის კავშირი არასდროს შეწყდება".

ასე დამთავრდა დღე, რომელიც გერმანიის ჩემპიონატში ბოლო 10 წლის განმავლობაში მთავარ ინტრიგას შეიცავდა. ეს დღე განსხვავებული ემოციებით იყო სავსე, რომელიც სამ ლეგენდასთან დამშვიდობებით იყო დაკავშირებული. წვეულება ღამის საათებამდე გაგრძელდა. სამშაბათს გუნდი ისევ შეიკრიბება. ბაიერნი გერმანიის თასის ფინალისთვის მზადდებას შეუდგება, სადაც ლაიპციგს დაუპირისპირდება. "მუშაობას სრული კონცენტრაციით განვაგრძობთ. დუბლის შესრულება გვსურს", განაცხადა კოვაჩმა.


20-05-2019