სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გოლები და ემოციები ალიანც არენაზე

2019 წლის 18 მაისი, საღამოს 20.00 საათი, საკუთარი გულშემატკივრების წინ მიუნხენელები ზედიზედ მეშვიდე მოპოვებულ ვერცხლის სინს ზეიმობენ. ფანატების ტრიბუნის წინ რიბერი მიკროფონით დგას, მას საუბარი უჭირს. ემოციებს ვერ მალავს, ფრანს ცრემლები მოსდის. "დიდი მადლობა", ამბობს რიბერი. ეს მომენტი საღამოს კულმინაცია გახდა. 2018/19 წწ. სეზონის ბოლო ტურში ბაიერნმა ფრანკფურტი ანგარიშით 5:1 გაანადგურა, მაგრამ 3 ლეგენდას დაემშვიდობა.

"ამაზე კარგი საღამოს მოწყობა რთული იქნებოდა", აღნიშნა ფინალური სასტვენის შემდეგ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა. ამას ყველაფერი დაემთხვა: შესანიშნავი საზაფხულო ამინდი, მშვენიერი ატმოსფერო, გუნდის საუცხოო თამაში, კლუბის სამ ლეგენდასთან - არიენ რობენთან, ფრანკ რიბერისთან და რაფინიასთან დამშვიდობება. "განუმეორებელ ემოციებს ვგრძნობ. სიტყვებით ამას ვერ გადმოვცემ", გააზიარა რობენმა. ცრემლები ჰოლანდიელსაც მოსდიოდა. სტადიონის ეკრანზე ბაიერნში მისი საუკეთესო მომენტების კრებული იყო ჩართული.

ფინალური სასტვენის შემდეგ ბაიერნელებმა ვერცხლის სინი აღმართეს. ლეგენდებთან დამშვიდობების საუკეთესო სცენარს ვერც წარმოიდგენდი. ზედიზედ მეშვიდედ ვერცხლის სინი მიუნხენში დარჩა. პირველად ბაიერნმა ტიტული ალიანც არენაზე მოიპოვა. ერთადერთი ლაქა გორეცკას ტრავმა აღმოჩნდა, რომლის გამო მინდორზე გამოსვლა რაფინიამ ვერ შეძლო. დანარჩენში საღამომ მშვენივრად ჩაიარა, რომელიც მონაწილეებს ტკვილ მოგონებად დაემახსოვრდება. "საფრანგეთიდან მთელი ჩემი ოჯახი ჩამოვიდა. ეს განსაკუთრებული მომენტი იყო. რთული გამოდგა, მაგრამ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო", თქვა ფრანკ რიბერიმ.


20-05-2019