სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რიბერი ბუნდესლიგის მეფეა

ახლა ფრანკი არა მარტო ბაიერნის მეფეა, არამედ მთელი გერმანიის. შაბათს რიბერი გერმანიის ჩემპიონი მეცხრედ გახდა, რაც ბუნდესლიგის აბსოლუტური რეკორდია. ფრანგმა ფილიპ ლამს, ბასტიან შვაინშტაიგერს, ოლივერ კანს და მეჰმეტ შოლს გადაუსწრო, რომლებსაც 8-8 ტიტული აქვთ. თომას მიულერი, არიენ რობენი და დავიდ ალაბა ლეგენდთა სიაში ასევე შევიდნენ.

ალაბამ პარალელურად კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. არც ერთი ფეხბურთელი 26 წლის ასაკში 8-გზის გერმანიის ჩემპიონი არ ხდებოდა. ახლო მომავალში ალაბას შეიძლება კომანი დაეწიოს, რომელიც 22 წლის ასაკში გერმანიის ჩემპიონი უკვე ოთხჯერ გახდა. მანამდე ფრანგი ჩემპიონი იუვენტუსთან ერთად და ორჯერ პსჟ რიგებში მოიგო. შესაბამისად, კომანი ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეშვიდედ მოიგო, რაც ევროპის 5 მოწინავე ჩემპიონატისთვის რეკორდია.

არიენ რობენმა ჩემპიონის ტიტული მეთორმეტედ მოიპოვა. ამ მაჩვენებლით ჰოლანდიის რეკორდსმენია. მას ლეგენდარული იოჰან კროიფი ჩამორჩება, რომელსაც 10 ტიტული ჰქონდა. ხავი მარტინეზმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა. 2013 წლიდან, ბუნდესლიგაში გადასვლის მომენტიდან, ესპანელი ყოველწლიურად ჩემპიონი ხდებოდა.

2019 წლის ჩემპიონის ტიტული განსაკუთრებული ალფონსო დეივისისთვის, რონ თორბენ ჰოფმანისთვის, ლეონ გორეცკასთვის და სერჟ გნაბრისთვის გახდა. ყველა ეს ფეხბურთელი ჩემპიონი პირველად გახდა. კოვაჩისთვის ეს ვერცხლის სინი სამწვრთნელო კარიერაში პირველი აღმოჩნდა. 2003 წელს ბაიერნში მოთამაშის ამპლუაში მან ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბუნდესლიგის ისტორიაში კოვაჩი მეშვიდე მწვრთნელია, რომელმაც ვერცხლის სინი მოთამაშის და მწვრთნელის როლში მოიპოვა. ადრე იგივე წარმატებას ჰელმუტ ბენტჰაუსმა, იუპ ჰაინკესმა, ფრანც ბეკენბაუერმა, მათიას ზამერმა, თომას შააფმა და ფელიქს მაგათმა მიაღწიეს.


19-05-2019