სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკის პოკერი

მან ამის გაკეთება ისევ შეძლო! რობერტ ლევანდოვსკი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი მეოთხედ გახდა. 22 გოლით ფორვარდმა პაკო ალკასერ გადაუსწრო, რომლის ანგარიშზე 18 გოლი იყო. მანამდე ლევანდოვსკი საუკეთესო ბომბარდირი 2013/14 (20 ბურთი), 2015/16 (30) და 2017/18 (29) წლებში ხდებოდა. სეზონის დასკვნითი მატჩის შემდეგ Kicker-ის წარმომადგენლებისგან პოლონელმა გოლეადორის ზარბაზანი მიიღო.

"ოპტიმალური იქნება, თუ გუნდი ჩემპიონობას მოიპოვებს, მე კი ზარბაზანს მივიღებ. ორი ტიტულის აღება კარგი იქნებოდა", ბოლო ტურის წინ განაცხადა ლევანდოვსკიმ. ოთხი მოგებული ზარბაზნით პოლონელმა ესეთ ლეგენდებს გადაუსწრო როგორც რუმენიგე და კირსტენი არიან. ორივეს აქტივში 3-3 ზარბაზანი აქვთ. წინ მხოლოდ გერდ მიულერია, რომელსაც ზარბაზანი შვიდჯერ აქვს მოგებული.

"ამ ლეგენდის უკან ყოფნა ჩემთვის დიდ პატივს წარმოადგენს. საუკეთესო ბომბარდირი შვიდჯერ გახდა. მე ეს შედეგი დასახული მიზნის მიღწევაში დამეხმარება", თქვა 30 წლის ბომბარდირმა. ლევანდოვსკიმ 289 შეხვედრაში 202 ბურთი გაიტანა. ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში პოლონელი მეხუთე ადგილს იკავებს. წინ მხოლოდ მანფრედ ბიურგსმიულერია (217), იუპ ჰაინკესი (220), კლაუს ფიშერი (268) და გერდ მიულერი (365) არიან.

ბაიერნის მაისურში ლევანდოვსკიმ 128 ბურთი შეაგდო. ბაიერნის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში პოლონელი მესამე ადგილზე იმყოფება. ლევანდოვსკი მხოლოდ კარლ-ჰაინც რუმენიგეს (162) და გერდ მიულერს (365) ჩამორჩება.

მარტში ლევანდოვსკი ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი გახდა. ამ სიაში პოლონელმა კიდევ ერთ ბაიერნელს კლაუდიო პიზაროს გადაუსწრო (196). ლევანდოვსკი თვლის, რომ მეოთხე ზარბაზანი მისთვის უკანასკნელი არ იქნება. "კიდევ ერთი ჯილდოსთვის ჩემთან ადგილი ყოველთვის მოინახება".


19-05-2019