სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: დიდ წარმატებას მივაღწიეთ

"გუნდს და გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვუხდი. დიდ წარმატებას მივაღწიეთ. შემოდგომაზე მეტოქეს 9 ქულით ჩამოვრჩებოდით. ბიჭებს მთელი სულით და გულით ვულოცავ. ძალიან ბედნიერი და ამავდროულად ემოციებისგან დაცლილი ვარ. იმედი მაქვს, რომ მომდევნო კვირას მომატებას შევძლებთ. მატჩის წინ გავიგე, რომ ბაიერნში ჩემპიონის ტიტული მოთამაშეს და მწვრთნელის როლში მხოლოდ ბეკენბაუერმა მოიპოვა. მაგრამ ეს ჩემთვის მეორედხარისხოვანია. ფრანკფურტს ევროპალიგაზე გასვლას ვულოცავ. ფეხბურთი ემოციებს ნიშნავს. ფეხბურთში ეს ყველაზე საუკეთესოა. შესაბამისად გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი. ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ფრანკფურტს ქულები სჭირდებოდა და შესვენებამდე დორტმუნდმა ანგარიში გახსნა. სეზონის გამომდინარე სიფრთხილე გვმართებდა. 2:1-ს შემდეგ მოხარულები ვიყავით. ნათელი იყო, რომ დარჩენილ დროში თავისუფალ სივრცეებს მივიღებდით, რომლებიც მშვენივრად გამოვიყენეთ", განაცხადა ნიკო კოვაჩმა.


19-05-2019