სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ჩემპიონის ტიტული მოიგო!

საღამო ალიანც არენაზე რიბერის, რობენის და რაფინიას ემოციური გაცილებით დაიწყო...

პირველი წუთები ფრანკფურტის მაღალი პრესინგით დაიწყოო.

5' მაგრამ ბურთი პირველივე შეტევაში ბაიერნმა გაიტანა. მიულერმა კომანი მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა და ფრანგმა საკუთარი შანსი გამოიყენა, 1:0!

7' ბაიერნის კიდევ ერთი შანსი, ლევანდოვსკიმ გნაბრი ისევ ერთი ერთზე გაიყვანა, მაგრამ სერჟის დარტყმა ტრაპმა მოიგერია, თან გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.

8' ალაბამ გაისროლა, ტრაპმა კუთხურზე მოიგერია. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ლევანდოვსკიმ თაურით ააცილა.

12' დე გუზმანმა დაარტყა, ულრაიხმა ბურთი დაიჭირა.

13' ლევანდოვსკის დრიბლინგის შემდეგ ტრაპმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

17' საჯარიმოში გნაბრი წააქციეს, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.

18' ლევანდოვსკიმ თაური დარტყმა მოახერხა, მაგრამ ტრაპმა ბურთი დაიჭირა.

20' კომანმა მიულერზე მშვენიერი გადაცემა შეასრულა, მაგრამ კაპიტანმა ბურთი ვერ გააჩერა.

24' მიულერმა საჯარიმოში კომანს ჩაუწოდა, მაგრამ მისი თაური დარტყმა კარებს ასცდა.

25' კიმიხმა მეტოქის სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევა გაანეიტრალა.

26' გნაბრიმ მეორე ბურთი შეაგდო, მაგრამ მანამდე თამაშგარე დაფიქსირდა და მსაჯმა გოლი გააუქმა.

32' ერთი წუთის განმავლობაში ბაიერნს ორი მშვენიერი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეტოქე გოლს სასწაულად გადაურჩა...

33' გნაბრის დარტყმა კარებს ასცდა.

37' გორეცკას ნაცვლად მინდორზე სანჩესი გამოვიდა.

42' საშუალო დისტანციიდან რებიჩის დარტყმა ძალიან არაზუსტი გამოვიდა.

შესვენებაზე გუნდები 0:0-ით გავიდნენ.

მეორე ტაიმი გნაბრის გარღვევით დაიწყო, მაგრამ ტრაპმა ბურთი ჩაჭრა.

50' ბაიერნი დაისაჯა. ალერმა ანგარიში გაათანაბრა, 1:1.

52' გნაბრიმ ძლიერად დაარტყა, ტრაპმა მოიგერია.

53' ალაბამ ბურთი გაიტანა, 2:1! მიულერმა გაისროლა, ტრაპმა ცუდად მოიგერია და ავსტრიელმა დამატებაზე პირველი აღმოჩნდა.

56' მიულერის-ლევანდოვსკის-გნაბრის კონტრშეტევა სერჟის არაზუსტი დარტყმით დასრულდა.

58' რენატო სანჩესის ბენეფისი შედგა. პორტუგალიელმა რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა და ძლიერი დარტყმით ტრაპის კარები აიღო, 3:1!

61' მინდორზე რიბერი გამოვიდა! მან კომანი გამოცვალა.

63' გნაბრის მორიგი მომენტი, მაგრამ მეტოქე ტრაპმა გადაარჩინა.

65' კიმიხმა გაისროლა, მაგრამ ძალზედ არაზუსტად.

66' მინდორზე რობენი გამოვიდა! ჰოლანდიელმა გნაბრი გამოცვალა.

68' კიმიხმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. მცველმა ბურთი კარების ხაზიდან მოიშორა.

71' რიბერის ბენეფისი შედგა! ფრანგმა დრიბლინგის შემდეგ ბურთი ტრაპს თავზე გადაუგდო, 4:1!

79' თავისი გოლიც რობენმაც შეაგდო, 5:1!!!

82' რობენს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ტრაპმა ბურთი სასწაულად მოიგერია.

83' რობენის დარტყმის შემდეგ მიულერმა დაამატა, მაგრამ ისევ ტრაპი...

90' კოსტიჩმა არაზუსტად დაარტყა.

ბაიერნმა ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეშვიდედ მოიგო!


18-05-2019