სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი სეზონის ფინალისთვის ფრანკფურტის წინააღმდეგ მზად არის

ფინალი, რომელიც ალიანც არენას ჯერ არ უნახავს! ბოლო ტურში ფრანკფურტთან შეხვედრაში გუნდს ალიანც არენაზე ჩემპიონის ტიტულის გაფორმება შეუძლია. 2005 წლიდან, სტადიონის გახსნიდან, პირველად ეს შეიძლება პირველად მოხდეს. 12 ჯერ ბაიერნმა ჩემპიონის ტიტული ან გასვლით შეხვედრებში, ან და პარალელური მატჩების შედეგებიდან გამომდინარე მოიპოვა. შესაბამისად, საღამოს ალიანც არენაზე შეიძლება ისტორიული მოვლენები განვითარდეს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ტრიბუნებისგან მძლავრს მხარდაჭერას მოვიპოვებთ. ისეთს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჯერ არ გვქონია. გუნდი დამატებით მოტივაციას მიიღებს", თქვა ნიკო კოვაჩმა საშინაო სტადიონზე ფინალის მოლოდინში.

ბაიერნს, დორტმუნდზე 2-ქულიანი უპირატესობისა და უკეთესი ბურთების შეფარდების ხარჯზე, ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ფრეც აწყობს. მაგრამ ბავარიელების რიგებში ჩემპიონატის დასრულება მაჟორულ ნოტაზე სურთ და გულშემატკივრების გახარებას მხოლოდ გამარჯვებით აპირებენ, რომელიც საკუთარ კედლებში ზედიზედ მე-11 უნდა გახდეს. "სახლში გამარჯვების მოპოვება გვსურს. ჩემპიონობის ვარიანტების გამოთვლის დაწყებას არ ვაპირებთ", აღნიშნა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

ნიკო კოვაჩმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი შეგირდები "90 წუთის განმავლობაში გამარჯვებაზე ითამაშებენ". მაგრამ იგივე განწყობა სტუმარ გუნდსაც ექნება. "მათ კიდევ რაღაც შანსები აქვთ, აქედან გამომდინარე ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან", გააფრთხილა ყველა კოვაჩმა. ფრანკფურტი, რომელიც ახლა მე-6 ადგილზე იმყოფება, სხვა და სხვა ვარიანტების ხარჯზე შეიძლება მე-4 ადგილზე გადაინაცვლოს, რომელიც გუნდს მონაწილეობის უფლებას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში მისცემს.

რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ "ჩემპიონის ტიტულის მოპოვება საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ჩემთვის ყოველთვის ოცნებას წარმოადგენდა". საღამოს ბაიერნელების ოცნებები შეიძლება რეალობად იქცნენ.


18-05-2019