სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბოლო ტურისთვის ბაიერნი ლიდერის სტატუსში მივიდა. მიუნხენელებმა 75 ქულა დააგროვეს. ბურთების შეფარდება +52-ს შეადგენს. ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად კოვაჩის შეგირდებს ფრეც ეყოფათ. მეორე ადგილზე მყოფ დორტმუნდს 73 ქულა აქვს. მეტოქის ბურთების შეფარდება +35-ს შეადგენს.

ჩემპიონატის ბოლო ტურში ბაიერნი 15 უკანასკნელი მატჩიდან 13 მოიგო (ერთი ფრე). ერთადერთი მარცხი გუნდმა შარშან შტუტგარტთან (1:4) იწვნია. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტისთვის ბაიერნს ჩემპიონის ტიტული უკვე მოპოვებული ჰქონდა.

საშინაო შეხვედრებში ბაიერნი შესანიშნავ სტატისტიკას ფლობს. უკანასკნელ 10 შეხვედრაში რეკორდმაისტერმა 10 გამარჯვება მოიპოვა. ფრანკფურტის წინააღმდეგ ბაიერნს 38 საშინაო გამარჯვება აქვს მოპოვებული.

ბუნდესლიგის ფარგლებში ბაიერნი ფრანკფურტთან უკვე 15 მატჩის განმავლობაში არ აგებს (12 გამარჯვება და 3 ფრე). საერთო სტატისტიკას შემდეგი სახე აქვს: მიუნხენელებმა 52 გამარჯვება მოიპოვეს, 22 მატჩი საყაიმო ანგარიშით დასრულდა და 21 მეტოქემ მოიგო. ბურთების შეფარდება - 186:113. ფრანკფურტს არც ერთ სხვა გუნდთან ამდენი მარცხი არ აქვს.

ლევანდოვსკის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების გარდა საუკეთესო ბომბარდის ჯილდოს დაცვაც შეუძლია. პოლონელს აქტივში 22 ბურთი დაუგროვდა. მეორე ადგილზე მყოფ ალკასერს ლევანდოვსკი 4 ბურთით უსწრებს. წარმატების შემთხვევაში პოლონელი ფორვარდი ბუნდესლიგის ისტორიაში მხოლოდ მეორე ფეხბურთელი იქნება, რომელმაც ბომბარდირთა დავა ზედიზედ ორჯერ მოიგო. 1997 და 1998 წწ. ამის გაკეთება ულფ კირსტენმა შეძლო.


17-05-2019