სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ რობერტ ლევანდოვსკისთან

შაბათს ალიანც არენაზე სეზონის დიდი ფინალი გაიმართება, რომლის შემდეგაც გერმანიის ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მეშვიდედ შეგიძლიათ. რას ფიქრობდით ამის შესახებ, როდესაც ბაიერნი დორტმუნდისგან 9 ქულით ჩამორჩებოდა?
"ყატარში მეორე წრისთვის მომზადების დროს ახალ მოგებათა სერიის წამოწყებაზე ვსაუბრობდით. დორტმუნდს თავის მხრივ ქულების დაკარგვა შეეძლო. შევთანხმდით იმაზე, რომ ბრძოლაში რაც შეიძლება ადრე ჩართვის დროს შანსები გვექნებოდა. ყველაფერი გამოგვივიდა და ახლა ბოლო ტურის წინ სინის ბედი ჩვენზეა დამოკიდებული".

ალიანც არენაზე ბაიერნს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება პირველად შეუძლია. განსაკუთრებული მომენტი იქნება?
"სინის მოპოვებაზე საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ყოველთვის ვოცნებობდი. მშვენიერი გრძნობაა და შესანიშნავი მომენტი იქნებოდა! სტუმრად ჩემპიონობის მოპოვება ჩემთვის ნაცნობი გრძნობაა. ვფიქრობ, რომ საკუთარ სტადიონზე ამის მოპოვება განსხვავებულ ემოციებს იწვევს. იმედი მაქვს, რომ შაბათს ყველაფერი გამოგვივა და შემდეგ გულშემატკივრებთან ერთად ამ ტიტულს ვიზეიმებთ".

ბოლო ტურამდე ბრძოლის გამართვა თქვენ ჯერ არ გიცდიათ. დაძაბულობა ვარჯიშებზეც იგრძნობა?
"ვარჯიშებზე არა, მაგრამ მატჩების დროს დაძაბულობას ადგილი ექნება. გასულ წლებში ტიტულს რამდენიმე ტურით ადრე ვინაღდებდით, ახლა კი ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდა. სრული სეზონის განმავლობაში დორტმუნდთან ჯახი გვქონდა, იმ ფაზებშიც კი, როდესაც არც ისე კარგად ვთამაშობდით. იმ შემთხვევაში, თუ სინს მოვიპოვებთ, შეიძლება თქმა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს ყველაზე რთული ჩემპიონობა იყო".

დიდი მნიშვნელობა შეიძლება ბურთების შეფარდებას ჰქონდეს. აპრილში დორტმუნდზე მოპოვებულმა გამარჯვებამ ანგარიშით 5:0 კარგი საქმე შეგისრულათ. გახდა ის მატჩი კიდევ ერთი მტკიცება იმის, რომ საჭირო მომენტში ბაიერნს საუკეთესო თამაშის დემონსტრირება შეუძლია?
"ის გამარჯვება ჩვენთვის ასევე იმის ნიშანი გახდა, რომ ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია. პირველ წრეში დორტმუნდი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ შემდგომში დასუსტდა. იმედი გვქონდა, რომ ეს მოხდებოდა, რადგანაც მეტოქე სამ ფრონტზე იბრძოდა: ბუნდესლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე და გერმანიის თასზე. დიდი ძალების დახარჯვას ითხოვს. ჩვენ მოგებათა სერიის დაწყებისთვის მზად ვიყავით".

ფრანკფურტმა ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა, მაგრამ უკანასკნელი ორი შეხვედრა წააგო. რას ელოდებით თამაშისგან?
"მაინცის წინააღმდეგ 0:2-ის დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი, რადგანაც მატჩი ევროპა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ 3 დღეში გაიმართა. 120 წუთი, გადაფრენა - ვთვლი, რომ გუნდები სხვა და სხვა ფიზიკურ მდგომარეობაში იყვნენ. ალიანც არენაზე ფრანკფურტი განსხვავებულ თამაშს აჩვენებს, ვიდრე ეს წინა მატჩებში გამოუვიდა".

შაბათს რა თამაშის დემონსტრირებას აპირებთ?
"პირველი წუთებიდან საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. თამაში მაღალი რიტმით გვმართებს. სწრაფი ბურთის გატანა შესანიშნავი იქნებოდა. საუკეთესო თვისებების ჩვენების შემთხვევაში გამარჯვებას მოვიპოვებთ".

22 გოლით თქვენ, დიდი ალბათობით, ისევ საუკეთესო ბომბარდირი გახდებით. თუ დაგრჩათ სახლში ტროფეებისთვის ადგილი?
"(იცინის). რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ტროფეისთვის ადგილი მოიძებნება. ბომბარდირთა დავაში უპირატესობა გამაჩნია, მაგრამ კიდევ ერთი ბურთის გატანა კარგი იქნებოდა. გუნდისთვის ჩემპიონობის აღება და ჩემთვის საუკეთესო ბომბარდის ჯილდოს მოგება ოპტიმალური იქნებოდა. ორივე ტიტულის მოპოვება იდეალური იქნება!

ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოს მოგება უფრო მეტჯერ მხოლოდ გერდ მიულერმა შეძლო. რას ნიშნავს შენთვის ეს ფაქტი?
"ამ ლეგენდარული ფეხბურთელის შემდეგ ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო 7-ჯერ მოიგო. მე ორი მაკლია. შაბათს ჯილდო მოპოვება ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება".

როგორი იქნება ბაიერნი რიბერი, რობენის და რაფინიას გარეშე?
"წარმოუდგენელი ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა. სამივე მშვენიერი ადამიანია, ძალიან მოგვენატრებიან. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ ერთად გადავიტანეთ. სამწუხაროა, რომ გუნდს ტოვებენ. მაგრამ ყოველთვის პერიოდის დასასრულის შემდეგ, რაღაც ახალი იწყება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ!"


16-05-2019